Bocuse d’Or Georgia-ს ჟიურის შემადგენლობა ცნობილია

2 და 3 ნოემბერს, საქართველოს ყველაზე წარმატებულ შეფ-მზარეულებთან ერთად, ბელგიისა და ესტონეთის Bocuse d’Or-ის პრეზიდენტებით დაკომპლექტებული ჟიური შეაფასებს.

ჟიურის შემადგენლობაში არიან შეფ-მზარეულები, რომლებიც თანამედროვე გასტრონომიის ეპოქას ქმნიან და რომელთა კარიერული წარმატებაც, უდიდესი სტიმულია ახალგაზრდა კონკურსანტებისთვის.

Bocuse d’Or-ის პირველი ქართული ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჟიურიში არიან: როლანდ დებიუსტი, მიშა ავსაჯანიშვილი, გიორგი იოსავა, მანუელ ფაუნდესი, თეკუნა გაჩეჩილაძე, გურამ ბაღდოშვილი, ლევან კობიაშვილი, ვლადისლავ დიაჩუკი, გიორგი სარაჯიშვილი და მერიკო გუბელაძე.

✨ნება მოგვეცით, წარმოგიდგინოთ Bocuse d’Or-ის პირველი ქართული ეროვნული შესარჩევი კონკურსის ჟიური:??‍???2&3 ნოემბერს,…

Posted by Bocuse d'Or Georgia on Friday, November 1, 2019

Bocuse d’Or-ის პირველ შესარჩევ კონკურსზე, მონაწილეებს მთავარ ჟიურისთან ერთად, ტექნიკური ჟიურიც შეაფასებს რომლის შემადგენლობაშიც ვიხილავთ: ვახტანგ დევდარიანს, ლუკა ნაჭყებიას, გოგა მაისურაძეს, თამთა კიკალეიშვილს და ავთანდილ ცეცხლაძეს.

წარმოგიდგენთ Bocuse d’Or Georgia-ს ტექნიკურ ჟიურის, რომელიც ახალგაზრდა, ქარიზმატული წევრებითაა დაკომპლექტებული??Bocuse…

Posted by Bocuse d'Or Georgia on Friday, November 1, 2019

ბოკუზ დორი ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული, მსოფლიო მასშტაბის კულინარიული კონკურსია, რომელიც 1987 წელს პოლ ბოკუზმა დააფუძნა.

ფინალური შეჯიბრი ყოველ ორ წელიწადში ერთხელ, გასტრონომიის დედაქალაქ ლიონში, გამოფენა სირას ფარგლებში იმართება და ის თავს უყრის ახალი თაობის, ნიჭიერ მზარეულებს, რომლებიც თავიანითი ქვეყნების სახელით ასპარეზობენ. 5 საათსა და 35 წუთში მომზადებულ კერძებს პლანეტის საუკეთესო შეფებისგან შემდგარი ჟიური აგემოვნებს და სწორედ ისინი იღებენ გადაწყეტილებას თუ ვის გადაეცემა გასტრონომიული სამყაროს ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ოქროს ბოკუზი.

ფინალში მოხვედრამდე, ქვეყნები რამდენიმე ეტაპიან შეჯიბრებებს გადიან ნაციონალური და რეგიონალური კონკურსების სახით. საკონსულტაციო სააგენტო გასტრონავტის ორგანიზებით კი 2019 წლის შემოდგომაზე, თბილისში, გაიმართება ბოკუზ დორის შიდა შესარჩევი ჩემპიონატი, რითაც საქართველო უერთდება ბოკუზ დორის დიდ გასტრონომიულ ოჯახს.
პროექტის მხარდამჭერები: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს კულინარიის ფერედერაცია და საქართველოს გასტრონომიის ასოციაცია.