პირველ ნოემბერს, Apple TV+-ის გამოსვლასთან ერთად მაყურებელი ახალ სერიალს The Morning Show-ს იხილავს, რომელშიც მთავარ როლებს ჯენიფერ ენისტონი, რიზ უიზერსპუნი და სტივ კარელი ასრულებენ.
ახალი დრამას უკვე მოიხსენიებენ, როგორც ამ სეზონის ყველაზე ხმაურიან შოუს.
სერიალი დილის ამბების სამყაროსა და იმ ადამიანების ცხოვრების შესახებ გვიყვება, რომლებიც ამერიკას დილით გაღვიძებაში ეხმარებიან.
სერიალი ორი ქალის (ანისტონისა და უიზერსპუნის) გადმოსახედიდან გვაცნობს ნიუ იორკის რთულ მედია სამყაროს და გვაჩვენებს რა ძალაუფლებრივი დინამიკააა ქალებსა და კაცებს შორის, ასევე ქალებსა და ქალებს შორის, სამუშაო ადგილზე.
ჯენიფერ ენისტონი ალექს ლევის როლში
ალექსი უკვე დიდი ხნაია, რაც დილის გადაცემის წამყვანია. როდესაც ის თანაწამყვან მიჩ კესლერს დაკარგავს, იწყებს ახალი გზების ძიებას, რომ რამენაირად დილის შოუ გადაარჩინოს.
რიზ უიზერსპუნი ბრედლი ჯექსონის როლში
ბრედლი ჯექსონი თავის საქმის მოყვარული რეპორტიორია, რომელიც ამ სფეროში უკვე ბევრი წელია არის. ის საკმაოდ ხშირად იცვლის სამსახურს, რადგან ხანდახან უფროსების მოთმინებაზე თამაშობს. მალევე ბრედლის ბედი დილის შოუს დაუკავშირდება.
სტივ კალერი მიტჩ კესლერის როლში
მიჩ კესლერი მაყურებლის ძალიან საყვარელი და დაფასებული დილის შოუს თანაწამყვანია მანამ, სანამ ერთ მშვენიერ დღეს გაიღვიძებს და სამყარო თავდაყირა დახვდება. ახლა მას ბრალდებებისგან თავდაცვა და თავის მართლება უწევს. მან უნდა იპოვოს გზა კარიერის და საკუთარი თავის გადასარჩენად.
ყველაფერი ჯენიფერ ანისტონით, რიზ უიზერსპუნით და მათი ძლიერი დუეტის შექმნით დაიწყო.
მას შემდეგ, რაც ელენბერგმა თავად წაიკითხა ბრაიან სტელტერის წიგნი “დილის მწვერვალი”, დაინახა სიუჟეტი ამ ველურ ინდუსტრიაზე და გაჩნდა სერიალის შექმნის იდეაც.
როგორც ჯენიფერ ენისტონი ამბობს, სერიალზე მოძრაობამ #MeToo დიდი გავლენა იქონია, რადგან შეუძლებელია მედია ინდუსტრიაში დილის თოქ-შოუ მიგყავდეს და სექსუალური შევიწროების თემა არ გეხებოდეს.
საბოლოოდ, სულ ცოტაც და მაყურებელი შეძლებს Apple TV + -ის ეთერში ახალი საინტერესო, ამაღელვებელი და მნიშვნელოვანი თემებით დატვირთული დრამის ნახვას.