Twitter-მა პოლიტიკური რეკლამები აკრძალა

ტვიტერის თანადამფუძნებელისა და CEO ჯეკ დორსის განცხადებით, პლატფორმაზე პოლიტიკური რეკლამები აიკრძალება. შესაბამისად, სულ მალე Twitter-ზე მოსაწყენ და მომაბეზრებელ პოლიტიკურ რეკლამებს ვეღარ შეხვდებით.

როგორც კომპანიაში აცხადებენ, მათ სჯერათ, რომ პოლიტიკური მესიჯების ხელმისაწვდომობა გამომუშავებული უნდა იყოს და არა — ნაყიდი. 

“ადამიანების მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილებები, თუნდაც არჩევნებზე, ფულით არ უნდა იყოს კომპრომისირებული” – ამბობენ Twitter-ში.