ჯეინ ფონდა ბოლო ერთ თვეში მეოთხედ დააპატიმრეს

მსახიობი ჯეინ ფონდა ისევ დააპატიმრეს. ოსკარის მფლობელი ლეგენდარული მსახიობისთვის ბოლო ერთ თვეში ეს უკვე მეოთხე დაპატირმებაა. 

თავად ფონდა ამ თემაზე ხუმრობს და ამბობს, რომ სურს ყოველ პარასკევს აპატიმრებდნენ. 

დაპატიმრების მიზეზი კვლავ კლიმატის ცვლილებების გასაპროტესტებლად გამართული არასანქცირებული აქციის იყო. 

მსახიობი იანვრიდან მოყოლებული თითქმის ყოველკვირეულად მონაწილეობს ე.წ. პარასკევის გაფიცვით ცნობილ საპროტესტო აქციებში, სადაც ხელისუფლებისა და დიდი კორპორაციების მიერ კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული საგანგაშო შედეგების უარყოფას აკრიტიკებენ.