კვირის Mood Board

ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.

კვირის ფერი

SURFACE_inspired by Pantone colors of the year 2016 on Behance

ლურჯი არის სტაბილური, არაამაღელვებელი, ნდობის აღმძვრელი ფერი. ლურჯი შეიძლება იყოს ძლიერი და ამასთან მსუბუქი.

ცნობილია, რომ ლურჯი და ცისფერი ფერები გვეხმარება დამშვიდებასა და დაძინებაში, ამ ფერთან ერთად დრო უფრო სწრაფად გადის. საუკეთესო ფერია საძინებლისათვის და არამხოლოდ.

კვირის სიმღერა

სამუშაო კვირის მხიარული და ენერგიული დასაწყისისთვის New Order-ის Age Of Consent, ჩემი აზრით, საუკეთესო არჩევანია. 

ისე კი გეტყვით, რომ ინგლისური ჯგუფის New Order მუსიკა ითავსებს პოსტ პანკსა და ელექტრონულ საცეკვაო რითმებსა და მელოდიებს. ის  1980-იანი წლების ერთ-ერთ წარმატებულ კოლექტივად იქცა. 

კვირის სერიალი

the good place-ის სურათის შედეგი

თუ ძილის წინ თქვენც Netflix-ს უყურებთ, გეცოდინებათ, რომ სერიალის The Good Place – კარგი ადგილი ახალი და უკანასკელი სეზონი გამოვიდა. ახალ-ახალი სერიები ყოველკვირეულად იდება.
 
ახალი სეზონის ტრეილერი:
 
 
სერიალი რამდენიმე ადამიანის შესახებ მოგვითხრობს. ისინი სიკვდილის შემდეგ კარგ ადგილას, ანუ ე.წ სამოთხეში მოხვდებიან, სადაც ყველაფერია შექმნილი მათი კომფორტის ზონისთვის.
ირგვლივ ყველაფერი ლამაზი, საინტერესო და სასიამოვნოა მანამ, სანამ მთავარი გმირი ელეონორი არ ეტყვის ახლადგაცნობილ ჩიდის, რომ ის ე.წ კარგ ადგილას შემთხვევით, შეცდომით მოხვდა. 

კვირის ნამუშევარი

Bill Brandt, ‘Soho Bedroom’, 1934, Phillips: Photographs Day Sale | Artsy

Bill Brandt, Soho Bedroom (1934)

კვირის ფრაზა

☆I N S T A : @elle.martinez_☆ ☆P I N T E R E S T :                               @ellemartinez99☆