ლეონარდო დიკაპრიო გრეტა თუნბერგს შეხვდა და “ჩვენი დროის ლიდერი” უწოდა

ლეონარდო დიკაპრიო და გრეტა თუნბერგი ერთმანეთს კლიმატის ცვლილებაზე სასაუბროდ შეხვდნენ. შეხვედრაზე გადაღებული ფოტოები დიკაპრიომ ინსტაგრამზე გამოაქვეყნა და აღწერაში მან გრეტა ტუნბერგს “ჩვენი დროის ლიდერი” უწოდა. 

როგორც დიკაპრიო წერს, მან და გრეტამ ერთმანეთს მხარდაჭერა და დახმარება აღუთქვეს, რომ ერთიანი ძალებით იბრძოლონ პლანეტის ნათელი მომავლისთვის.