ბრეგაძე And Then We Danced-ის ჩვენების ჩაშლას გეგმავს — კინოთეატრებთან პოლიცია იქნება მობილიზებული

ქართული მარშის ლიდერი, იმქურება, რომ ფილმის And Then We Danced ჩვენებას ჩაშლის.

ბრეგაძის თქმით ის “კინოთეატრების ბლოკირებას მშვიდობიანი ფორმებით” აპირებს.

მისივე თქმით, მას და მის მხარდამჭერებს “დიდი სიურპრიზი ექნებათ”, რასაც საზოგადოება 8 ნოემბერს ანუ ფილმის ჩვენების პირველ დღეს იხილავს.

შვედურ-ქართული ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენება საქართველოში სულ 3 დღის განმავლობაში გაიმართება. ფილმი წელს შვედეთმა ოსკარზე გააგზავნა, თბილისში კი მასზე დასასწრები ბილეთები უკვე სრულად გაიყიდა.

რაც შეეხება უსაფრთხოებას, კინოთეატრების გაერთიანებაში ამბობენ, რომ იმ შემთხვევაში, თუ მაყურლისთვის მცირედ საფრთხეს მაინც იგრძნობენ, ყველა კანონიერ გზას მიმართავენ.