ტიზერი: გაიცანით ახალი პაპი — ჯუდ ლოუ ვატიკანში დაბრუნდა

HBO-მ ახალი სერიალის The New Pope-ის ოფიციალური ტრეილერი გაავრცელა, რომელშიც ჯონ მალკოვიჩთან და შერონ სტოუნთან ერთად, საწოლზე მიჯაჭვულ ჯუდ ლოუს ვხედავთ. 

The New Pope ახალი მინისერიალია, რომელიც ცნობილი The Young Pope-ის გაგრძელებაა. შოუს პრემიერა ვენეციის ფესტივალზე შედგება. HBO-ზე კი მას 2020 წლიდან ვიხილავთ.