ნიდერლანდებში, ამსტერდამის მახლობლად პირველი ეკო სოფელი გაშენდება

2020 წლისთვის ნიდერლანდებში, ამსტერდამიდან სულ რამდენიმე საათის გზაზე პირველი, პატარა თვითმყოფადი ეკო სოფელი გაშენდება. 

სოფლის დაპროექტებასა და გაშენებაზე იმუშავა კომპანიამ ReGenVillages. 

Self-Sustaining Eco Village near Amsterdam

ალმირში გაშენებულ სოფელში არ იარსებებს გზები და ტრასები მანქანებისთვის. იქნება მხოლოდ ველობილიკები და საცალფეხო გზები. ზოგადად, მანქანებით გადაადგილება იქნება აკრძალული. 

ეს პატარა სოფელი მაქსიმალურად იქნება ადამიანებზე, მათ სიმშვიდესა და კომფორტზე მორგებული.

Self-Sustaining Eco Village near Amsterdam

სახლების ირგვლივ არსებული ტერიტორია გამწვანებული იქნება და ენერგოეფექტური სახლების გვერდით გაშენდება ბოსტნეული, ხილი, ციტრუსები, ყვავილების ბაღები, იქნება მოსასვენებელი ადგილები და პარკები. 

სოფელში მცხოვრებლებს საშუალება ექნებათ საკვების გაფლანგვას აარიდონ თავი და მორჩენილი ნარჩენებით თევზები, ცხოველები და ქვეწარმავლები დააპურონ. 

კომპანია ReGen Villages-ში ამბობენ, რომ სურდათ დღევანდელობის გამოწვევებს დაპირისპირებოდნენ: მზარდი პოპულაცია, გარემოსდაცვითი პრობლემები, მწვანე საცხოვრებლების დეფიციტი. 

Self-Sustaining Eco Village near Amsterdam

სახლების ფასები მერყეობს 200,000-დან 850,000 ევრომდე. 

ეს ადგილი ნამდვილი სამოთხე იქნება მათთვის, ვისაც ქალაქის სწრაფი და სტრესული ცხოვრებისგან შორს ყოფნა სურს.