ინსტაგრამი დროთა განმავლობაში ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელი ნაწილი გახდა. დილიდან საღამომდე სქროლვა, სთორების დადება, ფოტოებისა და ვიდეოების მოწონება – ასეთია ჩვენი ცხოვრება ინსტაგრამთან ერთად.
დღეს სამშაბათია და ტრადიციულად შემოგთავაზებთ საინტერესო Insta Account-ებს.
თუ ქართულ, სახალისო და საინტერესო ინსტაგრამ გვერდებს ეძებთ, სწორ ადგილას მოხვდით:
Lelas Voice
“ლელას ხმა” საკმაოდ ცნობილი Facebook და Instagram გვერდია. ვიდეოებს რამდენიმე ადამიანი სასაცილო ხმითა, თუ წინადადებებით ახმოვანებს.
ამ გვერდზე ნამდვილად ვერ მოიწყენთ!
Memeterature
არ გიფიქრიათ, თუ როგორ ერთობოდით ინტერნეტ სივრცეში მიმების შექმნამდე?
Memeterature ლიტერატურული მიმების გვერდია, სადაც წიგნების საშუალებით სახალისო პასუხებს მიიღებთ ყოველდღიურ სიტუაციებზე.
Batoni Ucxoeli
ბატონი უცხოელი დიიიიდი ხნის განმავლობაში საკუთარ ილუსტრაციებს ანონიმურად აქვეყნებდა. მისმა ფოლოვერებმა უბრალოდ იცოდნენ, რომ ის მცირე ხნით საქართველოში ცხოვროვდა და ადგილობრივ, სახალისო და საინტერესო სიტუაციებს ნახატებში აღწერდა.
Bidzer.ge
სლენგებს ხშირად ვიყენებთ. მათ სახალისო განმარტებებს კი ამ ინსტაგრამ გვერდზე ნახავთ.
AbaMeRaVici
ამ ინსტაგრამ გვერდს ბევრი გამომწერი არ ჰყავს, თუმცა კი პოტენციალი აქვს. გვერდზე შეხვდებით ყოველდღიურ ფრაზებს.