Airbnb-ს 31 ენა დაემატა, მათ შორის კი ქართული ენაც არის. შესაბამისად, ამიერიდან პლატფორმით სარგებლობა მომხმარებლებს უკვე ორჯერ მეტ ენაზე შეეძლებათ.
“მიუხედავად იმისა, რომ Airbnb-ს პლატფორმით მსოფლიოს 191-ზე მეტ ქვეყანასა და რეგიონში სარგებლობენ, ჩვენ მუდმივად ვზრუნავთ, რომ ის სულ უფრო მეტი ადამიანისთვის გახდეს ხელმისაწვდომი. ჩვენი მიზანია, Airbnb-ს პლატფორმის გამოყენება ნებისმიერ ენაზე მოსაუბრე ადამიანისთვის იყოს კომფორტული”, – წერია პლატფორმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
Airbnb მსოფლიოში უდიდესი ონლაინ-პლატფორმაა, რომელიც მომხმარებელს სთავაზობს 7 მილიონზე მეტ უნიკალურ და ორიგინალურ საცხოვრებელს. Airbnb საცხოვრებლებს წამში დაახლოებით ექვსი ადამიანი სტუმრობს. საცხოვრებლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით ჯავშნიან: 2011 წელს Airbnb-ზე 1000-ზე მეტი განცხადება მხოლოდ 12 ქალაქში იყო, დღეს კი იმავე რაოდენობის განცხადება უკვე ათასზე მეტ ქალაქშია.