Facebook-ის დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა კომპანიის ახალი ლოგო წარადგინა.
When I started Facebook 15 years ago, I had no idea it would eventually include Messenger, Instagram, WhatsApp, Oculus, Workplace and more. Many people don't know we build these products or that our teams often work together. But we believe people should, because it's important for people to know who's behind the products they use.Today we're introducing a new company logo to be clearer about the apps and technologies that come from Facebook. Here's what it'll look like when you start seeing it across our products.
Posted by Mark Zuckerberg on Monday, November 4, 2019
ცუკერბერგის თქმით, ახალი ლოკო სპეციალურად იმისთვის შეიქმნა, რომ კომპანიამ ის თავისი მოსახელე სოციალური ქსელებისგან გამოირჩეს.
“როდესაც 15 წლის წინ Facebook-ი შევქმენი, წარმოდგენაც არ მქონდა, რომ ის Messenger-ს, Instagram-ს, WhatsApp-ს, Oculus-ს, Workplace-სა და სხვა ბრენდებს გააერთიანებდა. ბევრმა არ იცის, რომ ამ პროდუქტებს ჩვენ ვქმნით. ვფიქრობთ, რომ მნიშვნელოვანია ადამიანებმა იცოდნენ, ვინ დგას იმ პროდუქტების უკან, რომლებსაც ისინი იყენებენ”, – ამბობს ცუკერბერგი.
ახალ ბრენდინგში საყურადღებოა ლოგოს ცვალებადი ფერიც, რითაც კომპანია მისი პროდუქტების მრავალფეროვნებას გამოხატავს. სავარაუდოა, რომ FACEBOOK-ის ახალი ლოგო, კონკრეტული პროდუქტის კონტექსტში შესაბამისი ფერით იქნება წარმოდგენილი.