ამ ქალმა თაგვებისთვის მინიატურული მატრასები და პიჟამოები შექმნა

მართალია, ადამიანების დიდი ნაწილი თაგვებს მომაბეზრებელ პარაზიტებად აღიქვამენ, თუმცა, სიმართლე ის არის, რომ ეს ცხოველები არაჩვეულებრივად ითავსებენ შინაური ცხოველის როლსაც. 

ეს ძალიან კარგად იცის ქალმა, რომელსაც სახლში უსაყვარლესი თეთრი მღრღნელები ჰყავს და მათთვის პიჟამოებსა და რბილ, მინიატურულ მატრასებს აკეთებს. 

“ინტერნეტში ერთი ქალი ვიპოვე, რომელიც თაგვებისთვის ტანსაცმელსა და მატრასებს აკეთებს. მოფერებით კი თაგვტრასებს ეძახის”, — წერს ტვიტერის ერთ-ერთი მომხმარებელი. 

ლამაზად გამოწყობილი თაგვების ფოტოები კი მალევე გახდა პოპულარული ინტერნეტში და სხვა თაგვების პატრონებსაც მოუნდათ მსგავსი პროდუქტის შეძენა. 

 

 

 

მინიატურული პიჟამოებისა და მატრასების გამოწერა კი საიტიდან ETSY ყველასთვის ხელმისაწვდომია. ფასები რამდენიმე დოლარს არ სცდება და თქვენი თაგვებისთვის არჩევანიც საკმაოდ მრავალფეროვანია.