ელიზაბეტ მეორემ ნატურალური ბეწვისგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარი თქვა

დედოფალმა ელიზაბეტ მეორემ ნატურალური ბეწვისაგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარი თქვა. 

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობდა მისმა პირადმა დიზაინერმა ანჯელა კელიმ თავის წიგნში დაწერა. უკვე დღეს კი ინფორმაცია ბუკინგემის სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც დაადასტურა და დაამატა, რომ ახალი ტანსაცმლის შეკერვის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებენ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედოფალი მაინც გააგრძელებს იმ ბეწვის პროდუქციის მომხმარებას, რომელიც ცერემონიალური მიზნებისთვის შეიქმნა, ესენია სარიტუალო ქუდები და მანტიები.