კატრინ დენევი საავადმყოფოში გადაიყვანეს

ფრანგული კინოს ლეგენდა, მსახიობი კატრინ დენევი გადაუდებელი დახმარების ჯგუფმა პარიზის საავადმყოფოში გადაიყვანა. 

ფრანგული მედიის ინფორმაციით, 76 წლის მსახიობის კლინიკაში გადაყვანის მიზეზი სისხლის მიმოქცევის სისტემის დარღვევა გახდა.

ლეგენდარულ მსახიობს ექიმებმა იშემიური დაზიანებები და მოტორიკის დარღვევა დაუდგინეს. 

დენევი შეუძლოდ გადასაღებ მოედანზე გახდა.