ქუჩის ხელოვნება, ანუ Street Art – მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილია. ეს ის სუბკულტურაა, რომელსაც სამოქალაქო-პოლიტიკური პოზიციის გამოხატვა არაძალადობრივი გზით, ხელოვნების მეშვეობით შეუძლია.
დღეს შემოგთავაზებთ მსოფლიოში გამორჩეულ 5 საუკეთესო სთრით-არტ ქალაქს:
ბერლინი
ბერლინის შესახებ ვინ არ იცის. ის სთრით-არტ შემოქმედების ერთ-ერთ მთავარ ქალაქად ითვლება. ბერლინში 20-25 ევროდ საინტერესო ველო ტურები შეგიძლიათ დაჯავშნოთ და ქალაქში ყველა გამორჩეული სთრით-არტ ნამუშევარი საკუთარი თვალით ნახოთ.
სტოქჰოლმი
სტოქჰოლმს სკანდინავიურ სამოთხესაც უწოდებენ. აქ განსაკუთრებით გაგაოცებთ ქალაქის მეტრო სადგურები, მათი მოხატულობა და დიზაინი.
ქუჩებშიც მრავალად შეხვდებით საინტერესო გრაფიტებსა და სტენსილებს.
ბუენოს აირესი
რამდენჯერ გიოცნებიათ ბუენოს აირესში გაფრენასა და მის მზიან, ფერად და ეგზოტიკურ ქუჩებში ბოდიალზე?
იმიტომ, რომ დროა ჩემოდნების ჩალაგება დაიწყოთ და ეს ადგილი გამორჩეული სთრით-არტ ნამუშევრების გამო მაინც ნახოთ!
ლოს ანჯელესი
გსმენიათ ალბათ, რომ ლოს ანჯელესი ჯადოსნური წვეულებებით, ვარსკვლავების სიმრავლით და ლამაზ-ლამაზი ქუჩებით გამოირჩევა.
ერთ-ერთი რაც ამ ადგილს უფრო გამორჩეულსა და საინტერესოს ხდის სწორედ ქუჩის ხელოვნებაა.
მადრიდი
იმისდა მიუხედავად, რომ მადრიდი სთრით-არტით ცნობილი ქალაქი არ არის, ქალაქის ქუჩებში შთამბეჭდავი ნამუშევრების ნახვაა შესაძლებელი.
თუ მთელი ქალაქის ირგვლივ გადაწყვეტთ ნამუშევრების ნახვას, 20 ევროდ მადრიდის არაჩვეულებრივ სთრით არტ ტურს ბევრი სხვადასხვა კომპანია შემოგთავაზებთ.
ჩვენს ხუთეულს ლონდონი, პარიზი, ბარსელონა და ბევრი სხვა ქალაქი აკლია, ამიტომ Stay Tuned!