ნანა ექვთიმიშვილის “მსხლების მინდორი” ჰოლანდიაში გამოიცა

“გრძელი ნათელი დღეებისა” და “ჩემი ბედნიერი ოჯახის” რეჟისორის სადებიუტო რომანი “მსხლების მინდორი” ჰოლანდიაში, გამომცემლობა Prometheus-ის ინიციატივით ითარგმნა და გამოიცა. 

“მსხლების მინდორი” საქართველოში 2015 წელს, ბაკურ სულაკაურის გამომცემლობამ გამოსცა და ის თბილისში არსებული ერთ-ერთი სკოლა-ინტერნატის შესახებ, იქ მხცოვრებ მოზარდებსა და ბავშვებზე, მათ ბედსა და ცხოვრებაზე მოგვითხრობს.

ნანა ექვთიმიშვილს ამ რომანისთვის გადაეცა პრემია საბა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლიტერატურული პრემია.