ფორმულა ბრაზილიურ სერიალებს აბრუნებს და გლობოს პარტნიორი ხდება

და აი, ნანატრი დღეც დადგა! ტელეკომპანია ფორმულამ გადაწყვიტა მაყურებელს მონატრებული, საინტერესო და მაღალხარისხიანი ბრაზილიური სერიალები შესთავაზოს. 

ფორმულა მსოფლიოში ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია გლობოს პარტნიორი ხდება და პირველ ეტაპზე ეთერში გასაშვებად ექვს ბრაზილიურ სერიალს ამზადებს. 

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ბრაზილიური კომპანია გლობოს სერიალები არა მხოლოდ სტილითა და სიუჟეტით, არამედ კარგი სამსახიობო ანსამბლითაც გამოირჩევა.

მისი ვარსკვლავები ყოფილან ოსკარის, ოქროს გლობუსის, ემის, ოქროს დათვისა და სხვა საერთაშორისო ჯილდოების მფლობელები და ნომინანტები. კომპანიის სერიალებს კი არაერთხელ მიუღიათ Emmy Interational-ის მთავარი პრიზი.

აღსანიშნავია ისიც, რომ გლობო მსოფლიოს მასშტაბით სიდიდითა და კომერციული წარმატებით მეორე არხია, რომელიც მხოლოდ ამერიკულ ABC-ს ჩამოუვარდება.

ახლა კი რაც შეეხება იმ სერიალებს, რომელსაც ქართველი მაყურებელი ფორმულაზე იხილავს. 

Flor Do Caribe – კარიბული ყვავილი

წელი: 2013

როლებში: ჰენრი კასტელი, გრაზი მასაფერა, ტიაგო მარტინსი, დანიელა ესკობარი, ანჟელა ვიეირა და სხვები. 

კარიბული ყვავილში შესრულებული როლი გრაზი მასაფერასთვის პირველი მთავარი როლია. მსახიობს იქამდე რამდენიმე მეორეხარისხოვანი პერსონაჟი ჰყავს განსახიერებული, მისი კარიერის მთავარი ტრამპლინი კი სწორედ უოლტერ ნეგრას ტელენოველა გახდა. 

მასაფერა სერიალში Verdades Secretas შესრულებული როლით 2016 წელს საუკეთესო მსახიობი ქალის ნომინაციაზე იყო წარდგენილი საერთაშორისო ემიზე.

A Vida da Gente – ჩვენი ცხოვრება

წელი: 2011 – 2012
როლებში: ფერნანდა ვასკონსელოსი, მარჯორი ესტიანუ, რაფაელ კარდოსო, ანა ბეატრის ნოგეირა, ტიაგო ლასერდა, ნისეტ ბრუნო, მალუ გალი და ა.შ. 

“ჩვენი ცხოვრება” მსოფლიოს 115-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა და ყველგან დიდი რეიტინგით სარგებლობდა. თავად ბრაზილიაში კი ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სერიალი გახდა. 

Imperio – იმპერია

წელი: 2014 – 2015

როლებში: ლილია კაბრალი, დრიკა მორაეში, ლეანდრა ლეალი, ალეშანდრი ნერუ, რაფაელ კარდოსო, ანდრეა ორტა, მარინა რუი ბარბოსა, მარჯორი ესტიანუ, კაიო ბლატი, კარმო დელა ვეჩია, ჟოზე მაიერი, ნანდა კოსტა, მალუ გალი, რეჟინა დუარტე, ტიაგო მარტინსი, ლაურა კარდოსო და ა.შ.

სერიალის შემქმნელი “ნაზი შხამის, “ოცნების სანაპიროს”, “ღირსება და ამბიციისა” და “ბედთან მებრძოლის” ავტორი, აგინალდო სილვა არის. ისევე როგორც მისი სხვა ყველა სერიალი, “იმპერიაც” დიდი რეიტინგით სარგებლობდა. ტელენოველის ფინალურ სერიას ბრაზილიაში 74-ზე მეტმა მილიონმა ადამიანმა უყურა პირდაპირ ეთერში. 2015 წელს კი საუკეთესო ტელენოველის კატეგორიაში საერთაშორისო ემის ჯილდოც მიიღო. 

Os Dias Eram Assim – წარსულის დღეები

წელი: 2017

როლებში: სოფი შარლოტი, დანიელ დე ოლივეირა, სუზანა ვიეირა, გაბრიელ ლეონი, კასია კის მაგრო, ნატალია დუ ვალე, მარკოს პალმეირა, ლეტისია სპილერი და ა.შ. 

გლობოს ეთერში გასვლის დღიდან “წარსულის დღეები” ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალი გახდა. 

Joia Rara – იშვიათი სამკაული

წელი: 2013 – 2014

როლებში: ბრუნო გაგლიასო, ბიანკა ბინი, ნატალია დილი, ჟოზე დე აბრეუ, კარმო დელა ვეჩია, კაროლინა დიკმანი, მარიანა ხიმენესი, მელ მაია, ტიაგო ლასერდა, კლაუდია ოანა და ა.შ. 

სერიალს მიღებული აქვს საერთაშორისო ემი, როგორც საუკეთესო ტელენოველას. 

“იშვიათი სამკაულის” გადაღებები ბრაზილიის გარდა მიმდინარეობდა ნეპალში. 

O Rebu – წვეულება

წელი: 2014

როლებში: პატრისია პილარი, რონი რამოსი, სოფი შარლოტი, მარკოს პალმეირა, დანიელ დე ოლივეირა, დირა პაესი, კასია კის მაგრო, კამილა მორგადო. 

კრიმინალური დრამა განსაკუთრებით დიდი პოპულარობით სარგებლობდა პორტუგალიაში. 

სერიალის ეთერში გასვლის თარიღები მაყურებლისთვის მალე გახდება ცნობილი. ამიტომ, თვალი ადევნეთ ფორმულას როგორც ტელეეკრანზე, ასევე ფეისბუკ გვერდზე