5 წიგნი, რომელიც ნოემბრის ბოლომდე უნდა წაიკითხოთ

წიგნის კითხვა ის სასიამოვნო პროცესია, რომელიც სხვადასხვა საუკუნეებში, სიტუაციებსა და თავგადასავლებში გვამოგზაურებს. გარდა სასიამოვნო და დაუვიწყარი მოგზაურობისა, წიგნის ენის რითმულობა და სიმდიდრე ფსიქიკას ამშვიდებს და დადებითად მოქმედებს ორგანიზმზე. ამიტომ, დროა ჩვენი რჩეული წიგნების სიას გადახედოთ და შემოდგომის მიწურვამდე მათ კითხვასაც შეუდგეთ:

დათო გორგილაძე – ღმერთი სამსახურშია

გამომცემლობა ინტელექტი

“ღმერთი სამსახურშია” ის მოთხრობების კრებულია, რომელიც  ავტორის წარმოსახვის, ოსტატური თხრობისა და იუმორის წყალობით ქართველმა მკითხველმა უკვე შეიყვარა. 

სკანდალებში გახვეული ტატო, ყოფილი მასწავლებელი იზა, „ზღაპრულ მძღნერში“ აღმოჩენილი გიორგი ურიადმყოფელი, განკაცებული ღმერთი – გორგილაძის წიგნში ყველა პერსონაჟი ხელშესახები და რეალურია.

წიგნმა 2019 წლის პრემია “ლიტერას” პროზაული კრებულის კატეგორიაში გაიმარჯვა.

ჯონათან ფრენზენი – შესწორებები
მთარგმნელი: თამარ ჯაფარიძე.

ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა

ჯონათან ფრენზენი თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის ერთ-ერთი ცოცხალი კლასიკოსია. მისი წიგნი “შესწორებები” 2001 წელს გამოიცა. ამერიკელებისთვის წიგნის გამოცემა ძალიან რთულ პერიოდს, 11 სექტემბრის ტერაქტს დაემთხვა, ამიტომ მისი გამოცემიდან სულ მალე ფრენზენისა და მისი ნაწარმოებისთვის აღარავის ცხელოდა. დროსთან ერთად მკითხველი რომანს მიუბრუნა და მასში საკუთარი თავი, ოჯახი, ახლობლები, ტკივილი და ცხოვრება ამოიცნო. 

“ესაა ოჯახური საგა, რომელშიც ყოფითი ამბები ამერიკის თანამედროვე ცხოვრების ფონზე ვითარდება. წიგნის გმირებს უყვართ ერთმანეთი, სძულთ, ეხმარებიან გაჭირვებაში… რთული ოჯახური ურთიერთობების ამ მოზაიკიდან შეიძლება არა მარტო ამერიკული, არამედ ზოგადად ადამიანური ცხოვრების სურათის აწყობა, რომელზეც თითოეული მკითხველი ბევრ ცხოვრებისეულ რამეს იცნობს. “

რომანი 35-ზე მეტ ენაზე ითარგმნა და მილიონობით ტირაჟით გაიყიდა.

ნესტან ნენე კვინიკაძე – 38, 44

გამომცემლობა 

ნენე კვინიკაძემ მისი ტრილოგია წიგნით „38,44“ დაასრულა.

წიგნი გვიამბობს 1990-იანი წლების მიწურულის და 2000-იანი წლების დასაწყისის თბილისის ისტორიას. 

რომანში რეალური ამბებია აღწერილი, მასში გამოყენებული და დამუშავებულია სხვადასხვა საარქივო მასალა. 

“სადაც სიმძიმეს იგრძნობს მკითხველი, იქვე დახვდება რაღაც, რაც აუცილებლად გააცინებს. რეალურად, ძალიან მინდა, რომ სერიოზულად არაფერი მიიღოთ. მინდა, უფრო ხშირად გაგეცინოთ, ვიდრე მოიწყინოთ. თან იმიტომ, რომ ის უკვე წარსულია, რომელმაც ვერ გაგვტეხა, რეალურად ჩვენ ყველამ ერთად მოვიგეთ ის ბრძოლა”, – ამბობს ავტორი. 

სალომე ბენიძე, დინა ოგანოვა – SHEROES

გამომცემლობა წიგნები ბათუმში

სალომე ბენიძე დინა ოგანოვა-ის სურათის შედეგი

ფოტოგრაფ დინა ოგანოვასა და მწერალ სალომე ბენიძის ფოტოწიგნი “sHEROes” 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის ამბავს მოგვითხრობს. წიგნის მთავარი გმირები განსხვავებული ასაკის, პროფესიისა, და გამოცდილების მქონე ქალები არიან. ამ ქალების ცხოვრება ომმა სამუდამოდ შეცვალა. 

წიგნი პრემია “ლიტერას” 2019 წლის გამარჯვებულია დოკუმენტური პროზის კატეგორიაში. 

სადეყ ჰედაიათი – ბრმა ბუ 

მთარგმნელი: მზია ბურჯანაძე

გამომცემლობა ინტელექტი

ბრმა ბუ-ის სურათის შედეგი

შაჰის ირანში აკრძალულ მწერლად გამოცხადებული სადეყ ჰედაიათის წიგნი “ბრმა ბუ” მოგვითხრობს მარტოსული, მიტოვებული, საკუთარ ფიქრებსა და გრძნობებში ჩაკარგული ადამიანის შესახებ. 

სადეყ ჰედაითის “ბრმა ბუ” თანამედროვე სპარსული პროზის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნაწარმოებად მიიჩნევა.