სამი სტრიტ-არტისტი ქალი საქართველოდან #WomenPWR

ქუჩის ხელოვნება – მკაფიოდ გამოხატული ურბანული სტილია, რომლისთვისაც მნიშვნელოვანია ყოველი დეტალი, წვრილმანი, ჩრდილი, ფერი, ხაზი. სტრიტ–არტი  იცავს წონასწორობას, ბალანსს ხელოვნებისა და ვანდალიზმს შორის. 

დღეს წარმოგიდგენთ სამ სტრიტ-არტისტ ქალს საქართველოდან:

მუსია ქებურია

მუსია ქებურია-ის სურათის შედეგი

მუსია ქებურია პროფესიით გრაფიკოს-დიზაინერი, პარალელურად კი, სთრით არტისტია.  “ქალები საქართველოდან” ინტერვიუში ამბობს, ქუჩის ხელოვნება და, ზოგადად, ხელოვნება უნდა ეხმიანებოდეს სოციალურ თემებს / პრობლემებს. ბევრ ნამუშევარს გარდამტეხი როლი უთამაშია პოლიტიკაშიც და კულტურაშიც.

“ზოგადად, ხატვის მხრივ ეს მიმართულება ბავშვობიდან მომწონდა. პირველი შეხება სთრით არტთან მაშინ მოხდა, როცა სამხატვრო აკადემიის პირველ კურსზე ვიყავი. რაღაც კონკურსი ჩატარდა უნივერსიტეტებს შორის და იქ მივიღე მონაწილეობა. მაშინ დავიჭირე პირველად ხელში „პულვილიზატორი“. ეს პროცესი იმდენად მომეწონა, რომ ამის შემდეგ ნელ-ნელა ჩემით დავიწყე რაღაც-რაღაცეების სწავლა და ხატვა.” – ამბობს მუსია ქებურია “ქალები საქართველოდან” ინტერვიუში.

თინა ჩერტოვა 

თინა ჩერტოვა, 33 წლის, თბილისი - WomenOfGeorgia

თინა სთრით არტისტია, პარალელურად ხატავს ილუსტრაციებს რეკლამებისა, თუ წიგნებისთვის და მუშაობს სარეკლამო დიზაინის სფეროში. 

“მინდა ყველა არტისტს მოვუწოდო არ დანებდნენ , ბევრჯერ მესმის, რომ აი, გამოფენის გაკეთება ძვირია ან სად რა უნდა გააკეთო და მართლები არიან. საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ თბილისში ხმა მიაწვდინო, თუნდაც ყურადღება მიიქციო პროექტზე ან პასუხი მიიღო (უარიც კი), ძალიან რთულია. მაგრამ თანამედროვე ხელოვნებამ უნდა იარსებოს და ყოველთის არ არის საჭირო რომ იყოს კლასიკური, გაპიარებული საგამოფენო დარბაზი. მინდა მხატვრებს მოვუწოდო აკეთონ გამოფენები არასტანდარტულ სივრცეებში, იარონ ქალაქში, ნახონ საინტერესო ბარები, კაფეები, პარკები.“ – ამბობს თინა “ქალები საქართველოდან” ინტერვიუში.

TAm Oonz (თამუნა წახნაკია)

TAm Oonz (თამუნა წახნაკია), 30 წლის ...

ანიმაცია, ილუსტრაცია, გრაფიკა, კომიქსების ხატვა – ეს TAm Oonz-ის საყვარელი საქმეა. როგორც “ქალები საქართველოდან” ინტერვიუში ამბობს, ზოგადად, სტრიტ-არტში ძირითადად კაცები არიან. თუმცა, მისი აზრით, ამ საქმეს სქესი არ აქვს.

“მე არ ვარ ბოჰემური არტისტი, არ მიყვარს დროის დაკარგვა, დრო ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, იმდენი იდეა მაქვს თავში ალბათ, 100 წელი გაუჩერებლად რომ ვხატო არ მეყოფა, სულ ვფიქრობ, მუშაობა მეხმარება ამაში. ამიტომ, ვერც ვჩერდები. იშვიათად ვისვენებ, ერთი კვირით დასასვენებლად გავძვერი სურამში და იქაც ერთი კედელი მოვხატე. ვორკაჰოლიკი ვარ, შემიძლია 24 საათის მანძილზე ვხატო. მაქსიმუმ ერთი დღე გავჩერდე. შესაბამისად, მიზნები და სურვილები სამომავლოდ ბევრი მაქვს: უფრო დიდ კედლებს მინდა მივადგე, რასაც ალბათ ახლო მომავალში განვახორციელებ. გამოფენები მინდა გავაკეთო და არამარტო საქართველოში.“

 

წყარო: "ქალები საქართველოდან"
ავტორი: ნინო გამისონია
ფოტო: ნინო ბაიდაური, სალომე ცოფურაშვილი