ტრეილერი: ნახეთ ირაკლი კვირიკაძე და ენტონი ჰოპკინსი ფილმში Now Is Everything

ცოტა ხნის წინ რიკარდო სპინოტის ფილმის Now Is Everything ტრეილერი გავრცელდა.

ფილმში ქართველ მსახიობებთან ირაკლი კვირიკაძესთან და ელენე მახარაშვილთან ერთად ლეგენდარული ენტონი ჰოპკინიც თამაშობს.

ფილმში მონაწილეობს Hulu-ს სერიალის “მხევლის წიგნი” ვარსკვლავი მედელინ ბრიუერიც. 

ფილმის სიუჟეტი მოდის ფოტოგრაფის, ნიკოლასის შესახებ მოგვითხრობს, რომელიც ემოციურად განადგურებულია მისი ძმის, კედრიკის გარდაცვალების შემდეგ. თუმცა ყველაზე დიდი დრამა იწყება მაშინ, როდესაც ნიკოლასის შეყავრებული, მატილდა უჩინარდება.

ფილმის პრემიერა 22 ნოემბერს ტალინში იგეგმება.