უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ყურსასმენი, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ

დიდ ბრიტანეთში ახლა უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ ყურსასმენი, რომელიც დეპრესიასთან ბრძოლაში დაგეხმარებათ.

Flow Neuroscience– ის მიერ შექმნილი მოწყობილობა, პირველი ტვინის სტიმულაციის ტექნოლოგიაა ევროპაში, რომელიც იყენებს მცირე ელექტროენერგიას, თავის ტვინის წინა ნაწილის აქტივობის მანიპულირებისთვის.

People in the UK can now buy a headset to combat depression

დეპრესიის მქონე ადამიანებს, როგორც წესი, აქვთ უფრო დაბალი აქტივობა შუბლისწინა ქერქის მარცხენა მხარეს, რომელიც პიროვნებაში, გადაწყვეტილების მიღებაში და ემოციების რეგულირებაზე არის პასუხისმგებელი, და უფრო მაღალი აქტივობა მარჯვნივ, ყურსასმენი კი შეიძლება გამოყენებული იქნას აქტივობის დასაბალანსებლად.

მოწყობილობა გამოიყენება ვირტუალური თერაპიის აპლიკაციასთან ერთად – რაც მომხმარებლებს მოუწოდებს ჯანსაღად ჭამისა და ძილისკენ, ასევე მედიტაციასა და მეტი ვარჯიშისკენ. ყურსასმენის გამოყენება ხდება 30 წუთის განმავლობაში, 18 ჯერ ექვსი კვირის განმავლობაში.

დეპრესიის წამლების გარეშ მკურნალობა ახლა უკვე შესაძლებელია, თუმცა ეს ყველაფერი არც ისე იაფი დაგიჯდებათ. ყურსასმენი, რომელსაც 6 კვირის სამყოფი საფენები (ან ბალიშები) მოყვება, ამ ეტაპზე £399 ღირს.