მერილ სტრიპი და ემა სტოუნი 2020 წლის მეთ გალას მასპინძლები იქნებიან

ლეგენდარული მერილ სტრიპი ემა სტოუნთან და ლილ-მანუელ მირანდასთან ერთად 2020 წელს მეთ გალას მთავარი მასპინძელი იქნება. 

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც სამი ოსკარის მფლობელი სტრიპი მოდის მთავარ დღესასწაულად წოდებულ წვეულებას დაესწრება. 

ღონისძიების მთავარ თემა 2020 წელს მოდა და მისი ხანგრძლივობა იქნება და გვიჩვენებს, თუ როგორ აჩენს სამოსი ასოციაციებს და აერთიანებს წარსულს, აწმყოსა და მომავალს. 

მეთ გალას საგამოფენო სივრცეში კი ე.წ. ვირტუალური მთხრობელი ვირჯინია ვულფი იქნება.

2020 წლის მეთ გალა 7 მაისს გაიმართება.