იმ ადამიანებს, ვინც ლევან აკინის ფილმის And Then We Danced ჩვენებას ჰომოფობიური აქციის გამო ვერ დაესწრო, კინოთეატრები ეპატიჟებიან. ამის შესახებ ინფორმაციას On.ge ავრცელებს.
“ჩვენ ყველა მათგანს დღეს ვეპატიჟებით კინოთეატრში”, — ამბობს On.ge-სთან საუბრისას კინოთეატრების მარკეტინგის მენეჯერი გვანცა გარმელია და იმ მაყურებელს, რომელსაც დღეს, 9 ნოემბრის 19:30 საათზე ჩანიშნულ სეანსზე აქვს ბილეთი შეძენილი, მოუწოდებს კინოში 6 საათიდან მივიდნენ.
მისვე ინფორმაციით, ძალადობრივი აქცია კინოთეატრ ამირანში სეანსების დასრულების შემდეგ არ დასრულებულა. დილით კინოთეატრის გარე მონიტორები ჩაამსხვრიეს.