ამ ძაღლისა და ქრცვინის მეგობრობის ბევრს შეშურდება

ნოვა გერმანული შეპარდია, პაკო კი ქრცვინი. კვერნისებრთა ოჯახის მტაცებელ ძუძუმწოვრების ქვე ჯგუფს მიეკუთნება, ნოვა კი ერთი მხიარული ძაღლია, რომელიც ძალიან დაუმეგობრდა ამ პატარა არსებას.

დიანა ამ ორი საყვარელი არსების პატრონია. მისი თქმით, თავიდან სახლში ნოვა მოიყვანეს, შემდეგ კი პაკო.

როგორც დიანა ამბობს, ცხოველები დროის უდიდეს ნაწილს ერთად ატარებენ: ერთად სძინავთ, თამაშობენ, ჭამენ და ერთი სიტყვით, მშვენივრად უგებენ ერთმანეთს.

ხანდახან ჩხუბიც მოსდით ხოლმე, თუმცა გასაყოფი ბევრი არაფერი აქვთ.