გაგოშამ თბილისში ლგბტ თემაზე შექმნილი სტენსილი დახატა

სტრიტ-არტისტი გაგოშა ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს სტენსილით გამოეხმაურა. 

ნახატზე ჩანს კუპიდონი, რომელსაც ისრების ნაცვლად, ფერადი ფანქრები უჭირავს და მათ მის წინ მდგომ შავისრებიან და ფარებიან ჯგუფს უმიზნებს.

აღნიშნული სტენსილით, გაგოშამ 8 და 9 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში And Then We Danced-ის ქართული პრემიერის პარალელურად გამართული სიძულვილით მოტივირებული, ჰომოფობიური აქციები გააპროტესტა.