ჩინეთის მთავრობამ 6G-ს სტანდარტის შესამუშავებლად სამეცნიერო ჯგუფი შექმნა და 6G ტექნოლოგიის შექმნაზე იწყებს მუშაობას. სულ რამდენიმე დღის წინ ჩინეთში მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სამინისტრომ ოფიციალურად განაცხადა ორი სამეცნიერო ჯგუფის შექმნის შესახებ.
იმის მიუხედავად, რომ პირველი ნოემბრიდან ჩინეთის უმსხვილესმა მობილურმა ოპერატორებმა China Unicom-მა, China Telecom-მა და China Mobile-მა მომხმარებელს რამდენიმე ქალაქში 5G ქსელი მიაწოდეს, ქვეყანაში უკვე გადაწყვიტეს, რომ 6G ტექნოლოგიაზე იმუშაონ.