“იდეები, ისტორიები და გამოცდილებები, რომლებიც მომავალში ქალებისთვის, და არა მხოლოდ ქალებისთვის, მოტივაციისა და შთაგონების წყაროდ იქცევა. ამბები, რომლებიც ერთმანეთის გაძლიერებაში, შემეცნებასა და ცვლილებების მოტანაში დაგვეხმარება – ეს არის GrlzWave.”
GrlzWave ახალი ფემინისტური პლატფორმაა, რომელიც საინტერესო ილუსტრაციებისა და ვიდეო კონტენტის საშუალებით გოგონებისა და ქალების გაძლიერებაზე, სტერეოტიპების მსხვრევასა და უთანასოწორბის აღმოფხვრაზე მუშაობს.
“. ქალის ხმის დუბლირებისას, ძალიან ხშირია იმ ნამდვილი და ცოცხალი ამბების დაკარგვა ან დამახინჯება, რაც ქალებს თავს გადახდენიათ, ქალებს აწუხებთ, ქალებისთვის არის უნიკალური. ქალები, რომელთა ხმას ყოველდღე გაიგონებთ, გაბედულად იწყებენ საუბარს საკუთარი სახელით, საკუთარ ცხოვრებაზე და სურვილებზე. ეს ისტორიები არ იქნება შელამაზებული. ამ ისტორიებს ნამდვილი ადამიანები ყვებიან და მათ შესახებ, შეიძლება, არც არასდროს გსმენიათ. ეს არის საქართველოს ქალების ამბები.”
“ქალები საქართველოდან” ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული ფემინისტური პროექტია, რომელიც სულ ცოტახანია, რაც ინსტაგრამზეც გამოჩნდა.
“ქალთა ფონდის მისიაა ქალთა ორგანიზაციებისა და ჯგუფების გაძლიერება ცენტრსა და რეგიონებში ქალთა უფლებების განხორციელების, საზოგადოებრივ ცხოვრებაში მათი სრულფასოვანი მონაწილეობისა და თვითრეალიზაციისათვის.”
“ქალთა ფონდი” უკვე რამდენიმე წელია, რაც საქართველოში ქალთა გაძლიერებაზე მუშაობს. ეს არასამთავრობო ორგანიზაცია ინსტაგრამ გვერდზე სიახლეებსა და საინტერესო ამბებს ხშირად აქვეყნებს.
“ფემინსტრიმის მიზანია ხელოვნების, მუსიკის, ლიტერატურისა და კინოს ფემინისტური პერსპექტივიდან განხილვა აუდიო პოდკასტების ფორმატით.”
ქალთა ფონდი საქართველოში, ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის სამხრეთ კავკასიის რეგიონალურ ბიუროსთან თანამშრომლობით, ახორციელებს პროექტს “ფემინსტრიმი”, რომლის პოდკასტებისა და საინტერესო ისტორიების მოსმენა ინსტაგრამ გვერდზეც შეგიძლიათ.