იტალია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურისტული ქვეყანაა. მოგზაურობის დასაგეგმად იდეები გჭირდებათ, გთავაზობთ იტალიის ტოპ 5 ქალაქს, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ
რომი
იტალიის დედაქალაქი რომი საუკუნეთა განმავლობაში დასავლური ცივილიზაციის პოლიტიკურ და რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა. რომის ისტორიული ცენტრი შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში. რომს ყოველწლიურად მილიონობით ტურისტი სტუმრობს. ეს ის ადგილია, სადაც რომაული, სახალისო და შემეცნებითი თავგადასავლების დაგეგმვა საუკეთესო იდეაა.
ვენეცია
ვენეცია ერთმანეთისგან არხებით გამოყოფილ 118 პატარა კუნძულზე მდებარეობს, რომლებიც ხიდებით არის ერთმანეთთან დაკავშირებული. ვენეცია ცნობილია თავისი სილამაზითა და გარემომცველი ბუნებით, არქიტექტურითა და ხელოვნებით, რომელიც წყალზეა აშენებული. ეს არის ადგილი, სადაც ყველა წუთითა და წამით უნდა დატკბეთ.
ფლორენცია
მდიდარია თავისი ისტორიით, არქიტექტურითა და ხელოვნებით. შუა საუკუნეებში ის ვაჭრობის ცენტრი იყო. დღეს კი ტოსკანის ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და ტურისტებისთვის ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი დანიშნულების ადგილია. ფლორენცია არის საუკეთესოდ შენახული რენესანსული ქალაქი მსოფლიოში.
ის ისეთი ცნობილი ისტორიული პიროვნებების სამშობლო იყო, როგორებიც არიან: ნიკოლო მაკიაველი, მიქელანჯელო, დონატელო, გალილეო გალილეი, ბოკაჩო, დანტე ალიგიერი და სხვ.
მილანი
მილანი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალაქია, რომელიც დღევანდელ დღეს ცნობილია დიდი ბრენდების მაღაზიებით, რესტორანებით, კაფე-ბარებითა თუ გალერეებით. მოკლედ რომ ვთქვათ, მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია. ასევე, მილანში, პიაცა დუომოზე მდებარეობს მსოფლიოს უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele.
ვერონა
ვერონა ჩრდილოეთ იტალიის ერთ-ერთ უმთავრეს ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს. ბაზრობის, შოუების, პოეზიის სეზონებისა თუ რომაელების მიერ აშენებული ამფითეატრის გამო ვერონა იმ ქალაქების ტოპ ხუთეულში შედის, რომელიც აუცილებლად უნდა მოინახულოთ.