სერბეთში კაცი 750 უსახლკარო ძაღლს უვლის (ფოტოები)

ყველაფერი 4 უსახლკარო ძაღლის შეფარებით დაიწყო, დღეს კი საშა პესიკი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ცხოველთა უფლება დამცველია სერბეთში.

პესიკი ახლა 750 ძაღლს უვლის, მთლიანობაში კი საშამ 1200-მდე ცხოველი გადაარჩინა და 400 მათგანს მზრუნველი პატრონი უპოვა.

2008 წელს სპონტანურად  6 მოხალისესთან ერთად გახსნილი თავშესაფარი დღეს ასობით უსახლკარო ცხოველის თბილი და მზრუნველობით აღსავსე სახლია.