შესაძლოა, 8 წელში ძუძუს კიბოს ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდეს

აშშ-ში მკვლევარებმა ძუძუს კიბოს ვაქცინა, შესაძლოა, 8 წელში ხელმისაწვდომი გახადონ.

breast cancer-ის სურათის შედეგი

ვაქცინამ, შესაძლოა, ძუძუსა და საკვერცხეების კიბოს განვითარება და განმეორება შეაჩეროს.

როგორც მკვლევარმა კეიტ კნუტსონმა თქვა, რომ კვლევა ადრეულ ფაზაშია და სამი წელი მაინც არის სულ მცირე საჭირო, რომ ვაქცინა მრავალი პაციენტისთვის ხელმისაწვდომი გახდეს.

“ვიცით, რომ უსაფრთხოა და იმუნურ სისტემას ააქტიურებს, რათა ებრძოლოს კიბოს. ვიცით, რომ ვაქცინებმა საკვერცხისა და ძუძუს კიბოზე დადებითი გავლენა იქონიეს,” – თქვა კნუტსონმა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის იქნება ხელმისაწვდომი ვაქცინები ყველა ტიპის, სახოების სიმსივნისათვის. შეგახსენებთ, რომ ძუძუს კიბო ქალებში ყველაზე გავრცელებულ სიმსივნეა. მისი ზუსტი გამომწვევი მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ ის სიკვდილიანობის ყველაზე ხშირი მიზეზია.