გამორჩეული ქართველი ქალები ისტორიიდან #WomenPWR

მსოფლიოში ქალთა უფლებების საკითხები საზოგადოებრივი განხილვის საგანი მე-18 საუკუნიდან გახდა. საქართველოში არაფორმალურ ფემინისტურ აქტივიზმს დიდი ისტორია არ აქვს, რადგან ქალის უფლებებზე ხმამაღლა მოლაპარაკე ქალები არც ისე შორეულ წარსულში გამოჩდნენ. თუმცა კი, იყვნენ ქალები, რომლებიც განათლების ხელმისაწვდომობაზე, საზოგადოებაში ქალთა როლის ამაღლებასა და საკუთარი უფლებების შესახებ დაუფარავად, ყოველგვარი შიშის გარეშე საუბრობდნენ. 

დღეს გაგაცნობთ რამდენიმე გამორჩეულ ქართველ ქალს:

კატო მიქელაძე

კატო მიქელაძე-ის სურათის შედეგი

ბრიუსელსა და პარიზში მიღებული ცოდნით დახუნძლული კატო მიქელაძე საქართველოს 1915 წელს უბრუნდება. 1917-18 წლებში აყალიბებს “ქალთა ლიგას”, ამავე პერიოდში კი იწყებს პირველი ფემინისტური ჟურნალის “ხმა ქართველი ქალისა” რედაქტორობას. გაზეთი, რა თქმა უნდა, ბოლშევიკურ რეჟიმს ვერ გადაურჩა. თუმცა, ისტორიას შემორჩა კატო მიქელაძე და მისი ღვაწლი. 

ბარბარე ჯორჯაძე

ბარბარე ჯორჯაძე-ის სურათის შედეგი

სურათზე ზედავთ მე-19 საუკუნის პუბლიცისტის, პოეტისა და დრამატურგის, ლეგენდარული კულინარისა და ერთ-ერთი პირველი ქართველი ფემინისტი ქალის ბარბარე ჯორჯაძის პორტრეტს. ბარბარე მეცხრამეტე საუკუნის ქართული კულტურის წარმომადგენელი იყო. ის, როგორც ლიტერატურული, ასევე ქალთა განათლებისა და უფლებების სფეროში მოღვაწეობდა.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ბარბარე იყო ერთ-ერთი პირველი ფემინისტი ქალი საქართველოში, რომელმაც კულინარიის დახმარებით, ფანჯარა გაჭრა ევროპაში და შთამომავლობას გადასცა ქართული სამზარეულოს მთელი საგანძური.

ბაბილინა ხოსიტაშვილი

ბაბილინა ხოსიტაშვილი-ის სურათის შედეგი

ქართველი ფემინისტი მწერალი, მკვლევარი და მუშათა და ქალთა უფლებებისთვის მებრძოლი ბაბილინა ხოსიტაშვილი დიდ ყურადღებას უთმობდა, როგორც თავად უწოდებს, „ქალთა საკითხებსა“ და ფემინიზმს. როგორც ხოსიტაშვილის ხელნაწერებიდან ირკვევა, ის აქტიურად აკვირდებოდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესებს — ფემინისტურ მოძრაობას, სუფრაჟისტებსა და ზოგად ტენდენციებს.

„დედაკაცის გონებას არა ნაკლებ მამაკაცისაზე სწყურიან აზროვნება! დედაკაცს, ესტეტიური შეგრძნება არა ნაკლებ აანთებდა შემოქმედებითი გახელებისთვის! დედაკაცის თანაბარი მონაწილეობა ქვეყნის საჭეთმპყრობელობაში ააცილებდა კაცობრიობას ორ საშინელ ტკივილს:

1) ბრძოლას კაცის კვლით, სისხლიან ომებით, შესცვლიდა აზროვნებით კამათზე;

2) პროსტიტუციას მოსპობდა თავისუფალი სიყვარულით“.

ეკატერინე მელიქიშვილი

ეკატერინე მელიქიშვილი-ის სურათის შედეგი

ოდესის უნივერსტეტში ქალთა უმაღლესი კურსების გახსნის ინიციატორი და მისი პირველი დეკანი, გამომცემლობა “სხივის” ერთ–ერთი დამაარსებელი, საზოგადოება “განათლების” დამფუძნებელი, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ლიტერატორ ქალთა წრის წევრი, მთარგმნელი (წერდა, თარგმნიდა ინგლისურიდან, გერმანულიდან, რუსულიდან),  გამომცემელი, საქართველოში პირველი ფემინისტური მოძრაობის ერთ-ერთი წარმომადგენელი – ეს ეკატერინე მელიქიშვილია. საქართველოს პირველი ფემინისტური ტალღის მონაწილე.