ეს ჩამონათვალი რა თქმა უნდა სრული არ არის. დიდი სიამოვნებით ვიქნებიდი ამ კოსტიუმების ავტორი. ყველა ეს ფილმი ძალიან მიყვარს ალბათ თავის გმირების გამო და როგორც იცით, კოსტუმს გმირის შექმნაში მნიშვნელოვანო როლი აქვს.
ჩემთვის პრინცესის პირველი კაბა იყო კონკიას ჩეხური ეკრანიზაციიდან “სამი კაკალი კონკიასთვის” რომელიც დღემდე ვერც ერთმა პრინცესის კაბამ ვერ გადაფარა და ასეთივე შთაბეჭდილება მივიღე იზაბელ აჯანის კაბის დანახვისას ლუკ ბესონის “მეტროში”.
ერიკ რომერის ყველა ფილმის ყველა კოსტუმი მიყვარს, თავისი სიმარტივით, პოლინას საცურაო კოსტუმი მხოლოდ სიმბოლოა .
“დანის პირზე მორბენალის” კოსტუმები ისევე როგორც ბევრი ფილმის ასევე ბევრი მოდის დიზაინერის ინსპირაციაა დღემდე.
პენელოპა კრუზის პერსონაჟი კი ერთერთი პირველი გმირი გახდა მისი ხასიათის მატარებელი მთელს მის შემდგომ კარიერაში.
ჰანა შიგულას, ფასბინდერის და კოსტუმების მხატვრის ბარაბარა ბაუმის ამ არაჩვეულებრივმა ტრიო შექმნა დაუვიწყარი საახეები მსოფლიო კინოს ისტორიაში.
“კორდებალეტის” ყურება არასდროს მბეზრდება და სულ ახალ რაღაცეებს აღმოვაჩენ ხოლმე და ხშირად მისარგებლია ფერების გამოყენებისას.
“ცეცხლოვანი ცეკვა” მისი კოსტუმები ნებისმერ პერიოდში ძალიან მოდური და სექსუალურია.
“დღის ლამაზმანი” კი ივ სენ-ლორანის კოსტუმებმა ბოლომდე კლასიკად აქცია.