Insource — პირველი ქართული კომპანია სადაც კვირაში მხოლოდ 4 სამუშაო დღეა

უცხოეთში კარგად აპრობირებული მეთოდი საქართველოშიც იკიდებს ფეხს და Insource გახდა პირველი ქართული კომპანია, სადაც ოფიციალურად გადაწყვიტეს, კვირაში მხოლოდ 4 დღე იმუშაონ. 

კომპანიაში ახალ გრაფიკზე უკვე ამ კვირიდან გადავლენ, თუმცა უცვლელი დარჩება სამუშაო საათები.

Insource-ში ფიქრობენ, რომ ოთხი სამუშაო დღე მათ შრომისუნარიანობასა და პროდუქტიულობას კიდევ უფრო გაზრდის.

?გადავწყვიტეთ, დანიამ და მაიკროსოფტმა რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი!❗რა თქმა უნდა,…

Posted by Insource on Tuesday, November 12, 2019

 

“გადავწყვიტეთ, დანიამ და მაიკროსოფტმა რატომ უნდა გვაჯობონ და ოთხდღიან სამუშაო კვირას ავუწყეთ ფეხი. დარწმუნებულები ვართ, ჩვენი პროდუქტიულობაც გაიზრდება, შედეგებიც გაუმჯობესდება და “სამსახურეობრივი ბედნიერების” მაჩვენებელიც მოგვეწონება. დავგეგმეთ როგორ დავასრულოთ სამუშაოები ხუთშაბათს და ველით ინტერესით ჩვენი გუნდის ერთობლივი გადაწყვეტილების შედეგს”, – წერია კომპანიის განცხადებაში.