“იცოდი, რომ საქართველოში ადრეული/ბავშვობის ასაკში ქორწინების მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია? რატომ ხდება, რომ ზოგჯერ, ჩვენს ქვეყანაში, ოჯახები გოგონასთან შედარებით, ვაჟის ყოლას ამჯობინებენ?”
აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად ჰაკათონი The Future Is Equal! ტარდება. თუ გენდერული უთანასწორობა და ახალი ტექნოლოგიები გაინტერესებს, ეს ჰაკათონი შენთვისაა.
ღონისძიება ტექნოპარკში 10-12 დეკემბერს გაიმართება.
როგორც ჰაკათონის აღწერაში ვკითხულობთ, საბოლოო პროექტი შესაძლოა, იყოს:
– მულტიმედიური ამბავი
– კომუნიკაციის კამპანია
– მონაცემთა ვიზუალიზაცია
– ინტერაქტიული პროექტი
– თამაში/აპლიკაცია
ჰაკათონზე დასარეგისტრირებლად უნდა შეავსოთ მოცემული ფორმა 20 ნოემბრამდე და დაელოდოთ პასუხს მეილზე: TheFutureIsEqual