შობა-ახალი წლის სეზონი ოფიციალურად გაიხსნა! ის, რასაც მთელი წლის განმავლობაში ყველა ელის, John Lewis-ის საშობაო რეკლამა უკვე გამოვიდა.
ახალი რეკლამის სიუჟეტი დრაკონი ედგარისა და მისი მეგობრის, ავას გარშემო ვითრდება. ორწუთ-ნახევრი კი სრულიად საკმარისი აღმოჩნდა იმისთვის, რომ ზღაპარში ვიმოგზაუროთ და დავრწმუნდეთ, რამხელა ძალა აქვს სიყვარულსა და მეგობრობას.