ევროპის ბედნიერების ინდექსის თანახმად, ისლანდია ევროპაში ყველაზე ბედნიერ ქვეყნად არის აღიარებული. ევროპის ყველაზე მცირერიცხოვანი ქვეყანა, სადაც მხოლოდ 300 ათასი ადამიანი ცხოვრობს, ჩვენს წარმოდგენაში ვიკინგებთან, ელფებთან და ზღაპრულ ბუნებასთან ასოცირდება.
ერთ-ერთი მოგზაური სულ ცოტა ხნის წინ ეწვია ამ ზღაპრულ ქვეყანას და საკუთარი გამოცდილება და შთაბეჭდილებები BoredPanda-ს მომხმარებლებს გაუზიარა.
როგორც ბლოგერი ამბობს და როგორც ამას თავადაც ხედავთ, ისლანდია ზამთარში განუმეორებელია: თოვლი, ულამაზესი ხედები, უზარმაზარი ჩანჩქერები, გეიზერები, ყინულის გამოქვაბულები.
აქვე შეგიძლიათ იხილოთ ვიდეოც:
ისე კი თუ ისლანდიაში მოგზაურობას აპირებთ, გეტყვით, რომ:
- ისლანდია ვულკანური წარმოშობის ყველაზე დიდი კუნძულია მსოფლიოში;
- ამ ქვეყანაში ვერ შეხვდებით მაკდონალდსის რესტორნებს;
- ისლანდიაში მსოფლიოში ყველაზე სუფთა ჰაერია;
- პოლიციელები იარაღს არ ატარებენ, რადგან ამ ქვეყანაში ცხოვრება ყველაზე უსაფრთხოა მსოფლიოში;
- აქ თითქმის არ არის მსხვილი ქარხნები, სახლები კი გეოთერმალური წყლით თბებიან;
- “ევროპის ბედნიერების ინდექსის” სათავეში ყოფნა უკვე ბევრს ამბობს ქვეყანასა და მისი განვითარების დონეზე.