ვიეტნამის მთებში ფოტოხაფანგმა გადაშენებულად მიჩნეული სახეობა დააფიქსირა. მინიატურული ჩლიქოსანი Tragulus versicolor ირმისებრთა ოჯახის წარმომადგენელია, რომლის შესახებაც ბოლო 30 წლის განმავლობაში მეცნიერებს არანაირი ინფორმაცია არ ჰქონდათ.
ძუძუმწოვარი გადაშენებულად მიჩნეულ სახეობებში შედიოდა და ასეც იქნებოდა, რომ არა ბიოლოგების მიერ ცხოველებზე დაკვირვებისთვის გამოყენებული ფოტოხაფანგი.
მეცნიერები ჯერ კიდევ ვერ ამბობენ, თუ რამდენად სტაბილურია ეს პოპულაცია, თუმცა კი, ამ ეტაპისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ დოკუმენტურად დამტკიცდა გადაშენებულად მიჩნეული ცხოველის არსებობა.