თბილისის კინოფესტივალზე ოსკარის ნომინანტი რეჟისორი სტივენ ფრირზი ჩამოდის

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე, რომელიც 1-8 დეკემბერს კინოთეატრ ამირანში ჩატარდება, კინოხელოვნებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის საპატიო პრომეთეს კარლოს რეიგადასს, სტივენ ფრირზს და ირაკლი კვირიკაძეს გადასცემენ. 

ოსკარის ორგზის ნომინანტი და ბერლინალეს ვერცხლის დათვის მფლობელი ბრიტანელი რეჟისორი, სტივენ ფრირზი არაერთი გახმაურებული და საინტერესო ფილმის ავტორია. 

მათ შორის კი არის 1988 წელს გადაღებული “სახიფათო კავშორები”  გლენ ქლოუზის, მიშელ პფაიფერის, უმა თურმანისა და კონ მალკოვიჩის მონაწილეობით. 

გარდა ამისა, სწორედ ფრირზს ეკუთვნის 2006 წელს გადაღებული დრამა “დედოფალი”, რომელშიც ელიზაბეტ მეორის როლს ჰელენ მირენი ასრულებს და სწორედ ამ როლით დაიმსახურა ოსკარი. 

ბრიტანელი რეჟისორს გადაღებულია ორი ფილმი ჯუდი დენჩის მონაწილეობით – “ფილომენა” და “ვიქტორია და აბდული”, ორივე ფილმს ოსკარის რამდენიმე ნომინაცია აქვს მიღებული. 

ფრირზის შემოქმედებაში ერთ-ერთი ბოლო, ყველაზე მნიშვნელოვანი კინოფილმი “ფლორენს ფოსტერ ჯენკინსია”. რეალურ ამბავზე დაფუძნებულ კინოსურათში მთვარ როლს ლეგენდარული მერილ სტრიპი ასრულებს.