იკას პრემია 2019 იწყება

პრემია იკა არის პრემია კულტურის დარგში, რომელიც უკვე მეორედ იმართება.

პრემია მიზნად ისახავს სახელოვნებო დარგში მოღვაწე ნიჭიერი შემოქმედი ახალგაზრდების აღმოჩენას, მათ საზოგადოებისთვის გაცნობას, მოტივაციის ამაღლებას, პროფესიულ ზრდაში დახმარებასა და შემოქმედების პოპულარიზაციას. 

2019 წელს იკას პრემია არაერთი სიახლით ხვდება. 2018 წელს პრემიის ნომინაციები შეიცვალა და წელს შემდეგ ნომინაციებში გაიცემა : 

  • მუსიკა
  • პოსტერის დიზაინი
  • კედლის მხატვრობა
  • IKA IMPACT
  • საერთაშორისო აღმოჩენა

წელს უნგრეთის საელჩოსთან თანამშრომლობით გადაწყდა, რომ პრემია იკა ლოკალურ მასშტაბებს გასცდეს და ბიძგი მისცეს უცხოეთში მოღვაწე უცხოელ და ქართველ არტისტებს. ყოველწლიურად პრემიის მიერ შეირჩევა Spotlight ქვეყანა და გამარჯვებულებიც სწორედ ამ ქვეყნიდან შეირჩევა. 

პრემია იკას ყავს კულტურის ატაშეები. საზოგადოებისათვის ცნობილი სახეები სხვადასხვა სფეროს: ხელოვნებათმცოდნეები, მუსიკოსები, მწერლები, კინემატოგრაფები, მხატვრები, ფოტოგაფები, დიზაინერები, გალერისტები, წარმომადგენლები, რომელებიც თავის სფეროში რეალიზებული ადამიანები არიან. ისინი თავად პოულობენ ამა თუ იმ ნომინაციიში წარსადგენ კანდიდატებს და მათ ნამუშევრებს წარუდგენენ შემდგარ ჟიურის, რომელებიც ხედავენ მხოლოდ კონკრეტულ ნამუშევრებს, ხოლო ავტორის სახელი და გვარი ჟიურის წევრებისათვის უცნობია. ნომინირებული კანდიდატების დაჯილდოვება მოხდება დეკემბრის ბოლოს ,პრემია იკა 2019 წლის დაჯილდოების ცერემონიალზე. 

პრემია იკა იკა კაკულიას საპატივცემულოდ დაარსდა. იკა თავად იყო ნიჭიერი ახალგაზრდა შემოქმედი, რომელმაც დაამთავრა თბილისის სამხატვრო აკადემია. მუშაობდა დიზაინის მიმართულებით და ბოლო პერიოდში მოღვაწეობდა კრეატიულ ინდუსტრიაში.