ყოველკვირეული რუბრიკა – Mood Board, იზრუნებს კვირის დადებითი ენერგიით დაწყებაზე და თქვენი განწყობის ამაღლებაზე.
კვირის ფერი
წითელი საკმაოდ ინტენსიური ფერია, რომელიც შეიძლება წინააღმდეგობას, დაუმორჩილებლობას, სიძლიერესა და ძალას დავუკავშიროთ. წითელი რევოლუციის, ბრძოლისა და დიდი ძალისხმევის შედეგად მოტანილი წარმატების ფერია.
კვირის სიმღერა
თუ And then we danced-ს უყურეთ, გეცოდინებათ რომ ფილმის ერთ-ერთი საუნდტრეკი სწორედ ABBA-ს Take a Chance on me არის.
თუ დიდი ხანია შვედური პოპ-ჯგუფისთვის არ მოგისმენიათ, დროა ორშაბათის დილა ენერგიულად დაიწყოთ.
კვირის სერიალი
სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ანიმაციური სერიალის, „რიკი და მორტის“ (Rick and Morty), ახალი, მეოთხე სეზონი 10 ნოემბერს გამოვიდა, ამიტომ ჩვენი MoodBoard-ის კვირის სერიალიც სწორედ ესაა. მეოთხე სეზონი ორწლიანი პაუზის შემდეგ გამოვიდა. შესაბამისად, დროა ნეტფლიქსი ჩართოთ და სატირული ანიმაციის ყურებას შეუდგეთ.
კვირის ნამუშევარი
კიევში, pinchuk art centre-ში გარკვეული დროით სხვა საინტერესო არტისტებთან ერთად შეგიძლიათ ბორის მიხაილოვის ნამუშევრებიც იხილოთ.
კვირის ფრაზა