ნიკოლას კეიჯი, ნიკოლას კეიჯის შესახებ გადაღებულ ფილმში, ნიკოლას კეიჯის როლს შეასრულებს

რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, კინოსტუდია Lionsgate აპირებს ნიკოლას კეიჯის შესახებ ფილმი გადაიღოს და მთავარ როლზე, კიდევ უფრო რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყო, ნიკოლას კეიჯი დაამტკიცა. 

თუმცა, ნიკოლას კეიჯი მხოლოდ ფილმის სიუჟეტის მთავარი გმირი და მთავარი როლის შემსრულებელი არ იქნება – ის ფილმის პროდიუსერის ამპლუასაც მოირგებს. 

ფილმი 90-იან წლებში ვითარდება, კეიჯი კი თავისი თავის ეგოისტურ ვერსიას საყვედურობს იმის გამო, რომ ის ცნობილი ვერ გახდა და მონაწილეობა მიიღო ძალიან ბევრ დაბალბიუჯეტიან ფილმში.