მსოფლიოს 12 ადგილი, სადაც 2020 წელს უნდა იმოგზაუროთ

მსოფლიოში თუ ვინმემ ჩვენზე უკეთ იცის, სად შეიძლება ვიმოგზაუროთ, ეს ნამდვლადაა Airbnb არის, რომელმაც სულ ცოტა ხნის წინ იმ ქვეყნებისა და ქალაქების სია შემოგვთავაზა, სადაც აქამდე თუ ვერ მოვახერხეთ, 2020 წელს აუცილებლად უნდა ვიმოგზაუროთ. 

ამავე სიის მიხედვით კი 12 საუკეთესო დანიშნულების ადგილის ჩამონათვალი სამოგზაუროდ ასეთია: 

1. მილოუკი, ვისკონსინი, აშშ

ვილოუკი სახელგანთქმულია თავისი კვების ობიექტებით, სადაც უგემრიელესი საჭმლით გაგიმასპინძლდებიან და ბარებით, სადაც კარგი ლუდი შეგიძლიათ დააგემოვნოთ. 

2. ბილბაო, ესპანეთი 

ბილბაო ესპანეთის ჩრდილოეთ სანაპიროა გაშენებული და ის ნამდვილად შეძლებს თქვენს გაკვირვებას თავისი შთამბეჭდავი არქიტექტურით. 

3. ბურირამი, ტაილანდი 

ტაილანდში თუ გაემგზავრებით, აუცილებლად ეწვიეთ მის ჩრდილოეთ ნაწილსაც, სადაც ულამაზეს ქალაქს ბურირამისა და მის ისტორიულ ნაგებობეს იხილავთ. 

4. სუნბური, ავსტრალია 

სუნბარუ ავსტრალიური ქალაქია, რომელიც მელბურნიდან სულ რაღაც, 40 წუთის სავალზეა. ეს არის ასგილის ადაც დაუვიწყარი უქმე დღეების გატარებაა შესაძლებელი. აუცილებლად მოინახულეთ ადგილობრივი ნაციონალური პარკი და ითამაშეთ გოლფი. 

5. რუმინეთი 

საფრანგეთი, გერმანიისა და ესპანეთის შემდეგ დროა რუმინეთს ეწვიოთ და მის სილამაზესაც ეზიაროთ. ეს საუკეთესო ადგილია შვებულების გასატარებლად, რადგან საშუალება გეძლევათ ნახოთ თვალწარმტაცი ტრანსილვანიის ტყე და ასევე ბუქარესტის ვიწრო ქუჩებზე ჩაყოლებულ ბარებსა და კაფეებს ეწვიოთ. 

6. ქსიანი, ჩინეთი 

მოგზაურობა თუ აზიაში გაქვთ გადაწყვეტილი, ჩინური ქალაქი ქსიანი ერთ-ერთი საუკეთესო არჩევანი იქნება. ეს არის ასდგილის ადაც მსოფლიოს მერვე საოცებასთან ერთად უამრავ ისტორიულ ნაგებობას ნახავთ და ადგილობრივ კულტურასაც მძაფრად შეიგრძნობთ. 

7. ოუჯინი, ორეგონი, აშშ

კარგი საკვების, ლამაზი ბუბებისა და ხელოვნების მოყვარული ადამიანებისათვის ოუჯინი ნამდვილი სამოთხეა. ეს ამერიკული ქალაქი მზადაა თქვენზე შთაბეჭდილების მოსახდენად. 

8. ლუქსემბურგი 

ლუქსემბურგი ძალიან პატარა ქვეყანაა, როემლსაც გარს ისეთი ქვეყნები აკრავს, როგორიცაა გერმანია, ბელგია და საფრანგეთი. მიუხედავად პატარა ზომისა, კი იქ მრავლადაა შუა საუკუნეების დროინდელი ციხესიმაგრეები და სხვა გამორჩეული არქიტექტურის მქონე ნაგებობები. ქალაქის ქუჩებში აუცილებლად მოისმენთ ცოცხალ მუსიკას და იქვე უგემრიელეს ღვინოსაც დალევთ. 

9. გვადალახარა, მექსიკა 

Anna Bruce / © Culture Trip

გვადალახარა დიდი და მსოფლიოში სახელგანთქმული ქალაქია, რომელსაც ყოველწლიურად ათასობით ტურისტი სტუმრობს. დროა მათ შორის თქვენც აღმჩნდეთ და კლასიკური მექსიკური კერძები შეაფასოთ. 

10. ვანუატუ

ვანუატუ ის ადგილია, სადაც თქვენი ყველაზე თამამი ოცნების შვებულება შეგიძლიათ გაატაროთ. იქ კრისტალურად სუფთა ზღვა, მარჯნის რიფები და ოქროს ქვიშით დაფარული სანაპირო გელოდებათ. 

11. კალი, კოლუმბია 

კალი კოლუმბიის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და გამორჩეული ქალაქია. ქალაქი ქვეყნის ერთ-ერთი კულტურული ცენტრია, რომელიც წლის განმავლობაშ უამრავ სახელოვნებო ღონისძიებას მასპინძლობს. 

12. კანავერალი, ფლორიდა, აშშ

ატლანტიკის სანაპირო ზოლი, კენედის კოსმოსური ცენტრი, ულამაზესი ხედები და ეს ყველაფერი არ არის, რაც კანავერალში გემოდებათ.