უტა ბერიამ არასის კინოფესტივალზე ინდუსტრიული პლატფორმის ჯილდო მოიპოვა

არასის საერთაშორისო კინოფესტივალზე, ინდუსტრიულმა პლატფორმამ Arras Days ახალგაზრდა კინემატოგრაფისტებს უმასპინძლა, სადაც მათ ფილმის პროექტებს წარადგენდნენ.

მთავარი ჯილდო, 7 500 ევრო პროექტის განვითარებითვის ქართველმა რეჟისორმა უტა ბერიამ მოიპოვა ფილმის პროექტით “სიყვარული აქციის დროს”.

აღსანიშნავია, რომ ამავე ფესტივალზე უტას ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა.

“უარყოფით რიცხვებს” ქართველი მაყურებელი თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე, დეკემბერში ნახავს.