დღეს სამშაბათია, შესაბამისად დრო დადგა საინტერესო ინსტაგრამ გვერდებს გადავავლოთ თვალი. ამჯერად გთავაზობთ ქართველ მხატვრებს და მათ #InstaAccount-ებს.
ირმა კუსიანი
ირმა კუსიანის ნამუშევრებში ოქროსფერი ფერი ჭარბობს, მისი პერსონაჟები კი ზღაპრულ გმირებს მოგაგონებენ.
სალომე რიგვავა
სალომე რიგვავა მხატვარია, რომელიც უკვე წლებია, მონაწილეობს გამოფენებში როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთაც. სალომეს ნახატები დაცულია არაერთ კერძო კოლექციაში საქართველოში, გერმანიაში, ამერიკაში, ინგლისსა და რუსეთში.
ეთერ ჭკადუა
ეთერ ჭკადუას ნახატები ავტობიოგრაფიული ტილოებია, სადაც მეამბოხე ფემინისტი შემოქმედი არ ერიდება ტაბუდადებულ, აკრძალულ თემებზე საუბარს.
ლია უკლება
ლია უკლება მხატვარია ქუთაისიდან, რომლის არაერთი ნამუშევარი გახდა საზოგადოების მწვავე კრიტიკის საგანი.
მერაბ გაგილაძე
მერაბ გაგილაძის გამოფენებს ჰოლანდიაში, ესპანეთში, გერმანიაში, აშშ-ში, ბელგიაში შეხვდებით. ის ირმა კუსიანის ქმარია. მისი ნამუშევრების გმირები შუასაუკუნეებიდან გადმოსულებს გვანან.