ყველაფერი რაც თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალზე ვიცით

1-დან 8 დეკემბრის ჩათვლით, თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალი გაიმართება. წელს ფესტივალი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს.

ფესტივალი 1 დეკემბერს 19:30 კინოთეატრ ამირანში ალფრედ ჰიჩკოკის ფილმით Blackmail გაიხსნება. ფილმის ჩვენება ცოცხალი მუსიკის თანხლებით გაიმართება. 

წელს კინოფესტივალის განსაკუთრებული პარტნიორია  ბრიტანეთის საბჭო. “ქვეყანა ფოკუსში” კი სწორედ დიდი ბრიტანეთია. 

თბილისის მე-20 საერთაშორისო კინოფესტივალის დახურვის ცერემონია 8 დეკემბერს გაიმართება. ოქროს პრომეთე გადაეცემა ეროვნულ კონკურსში გამარჯვებულებს შემდეგ ნომინაციებში:

  • საუკეთესო მხატვრული ფილმი
  • საუკეთესო დოკუმენტური ფილმი
  • საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმი

საუკეთესო მხატვრულ ფილმს დააჯილდოვებს ქართული ფილმის განვითარების ფონდი, ფულადი პრიზით. საუკეთესო დოკუმენტურ  და მოკლემეტრაჟიან ფილმს კი, საზოგადოებრივი მაუწყებელი.

უკვე მესამე წელია, რაც თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში გასცემს პრიზს “ადამიანის უფლებები კინოში”. აღნიშნული პრიზი დაწესდა ადამიანის უფლებების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 10 დეკემბერს აღინიშნება. ფესტივალის ფარგლებში ადამიანის უფლებების საუკეთესოდ ამსახველ თემატიკაზე ნომინირებულია 7 ფილმი, რომელთაგან ჟიურის მიერ შერჩეული საუკეთესო ფილმი დაჯილდოვდება ევროკავშირის პრიზით. დაჯილდოვება მოხდება 7 დეკემბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე.

დახურვაზე ნაჩვენები იქნება მიხეილ კობახიძის ფილმი “ქორწილი”.

წელს ფესტივალზე, რეჟისორი ფოკუსში არის არგენტინელი  რეჟისორი კარლოს რეიგადასი, რომელსაც გადაეცემა საპატიო პრომეთე

საპატიო პრომეთე ასევე გადაეცემა, ქართველ რეჟისორს და სცენარიტს, ირაკლი კვირიკაძეს

ქართული პანორამა

მე-20 ფესტივალის ფარგლებში გაიმართება მხოლოდ ეროვნული კონკურსი. “ქართული პანორამის” ფარგლებში გამარჯვებული 3 ნომინაციაში გამოვლინდება: საუკეთესო სრულმეტრაჟიანი, საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი და საუკეთესო დოკუმენტური ფილმი. ეს ტრადიციული სექციაა, სადაც გასული წლის ყველაზე საინტერესო ქართული ფილმების ჩვენება იმართება. პროგრამის მიზანია, ქართველ კინემატოგრაფისტებს ხელი შეუწყოს, ფართო მაყურებლის წინაშე საკუთარი ნამუშევრის წარდგენაში.

“ქართულ პანორამას” ტრადიციულად გერმანელი ცოლ-ქმარი, კინო და ვიდეო-ინსტიტუტის არსენალის და ბერლინის კინოფესტივალის “ახალი კინოს საერთაშორისო ფორუმის” დამფუძნებლები – ერიკა და ულრიხ გრეგორები შეაფასებენ. ასევე ჟიურიში იქნება ჰეზერ სტიუარტი( ბრიტანული კინოს ინსტიტუტის შემოქმედებითი ხელმძღვანელი) , ნიკოლას სელი (ალფონსო კუარონის ოსკაროსანი ფილმის “რომას” პროდიუსერი) და პაბლო დე ვიტა (არგენტინელი კინოკრიტიკოსი )

სრულმეტრაჟიანი ფილმები:
  • უარყოფითი რიცხვები – უტა ბერია
  • ჩაისუნთქე, ამოისუნთქე – დიმიტრი ცინცაძე
  • ღორი – გიგა ლიკლიკაძე
  • კომეტები– თამარ შავგულიძე
  • ბოროტმოქმედი – დიმა მამულია
  • ოქროს ძაფი – ლანა ღოღობერიძე
მოკლემეტრაჟიანი ფილმები:
  • მამული – გიორგი სიხარულიძე
  • ცხოველი – ამირან დოლიძე
  • ტრადიცია – იოსებ ბლიაძე
  • თემო – ლაშა ცქვიტინიძე
  • დასასრულის დასაწყისი – გიორგი ქასრაშვილი
  • აცახცახებული გული – ვაჟიკო ჩაჩხიანი
  • სელფი გაზქურასთან – ირინა ჯავახაძე
  • ხმის კონტროლი – გიორგი სულაძე
  • ვიდრე წავიდოდე – ელენა ცაგარეიშვილი
  • მესამე ზედმეტი ოთარ ბერძენიშვილი
  • კახეთის მატარებელი – ლალი კიკნაველიძე
  • When Money Had Its Body – თამარ მაღრაძე
  • სამაია – ლევან შუბაშვილი
  • უბიუჯეტო ფილმი – ნინა ხატიაშვილი
  • არჩევანი – გიორგი ვარსიმაშვილი
  • მარქსის ქუჩა 12 – ირინა ჟორდანია
  • ხედავ იმას, რასაც მე? – ანანო ბაკურაძე
 დოკუმენტური ფილმები:
  • 12 გაკვეთილი – გიორგი მრევლიშვილი
  • მოსავალი – მიშო ანთაძე
  • სანამ მამა დაბრუნდება – მარი გულბიანი
  • სხვა მეზობლები – ნიკა წიკლაური
  • პური და მარილი – სალომე რაზიკაშვილი
  • ღვინის ნულოვანი მერიდიანი – ნანა ჯორჯაძე
სპეციალური ჩვენებები:
  • უჟმური – ნუცა ღოღობერიძე 1934
  • ქორწილი – მიხეილ კობახიძე 1964
  • პასტერნაკი – ნინო კირთაძე  2019
PLAY  UK

ყოველწლიურად კინოფესტივალის ფოკუსში ერთი ქვეყნის კინონამუშევრები ექცევა. წელს ეს ქვეყანა ბრიტანეთია.   ფესტივალის და ბრიტანეთის საბჭოს ინიციატივით, პროგრამა უახლესი გამორჩეული ბრიტანული ფილმების ჩვენებას, ბრიტანული კლასიკური კინოს მცირე რეტროსპექტივას და სხვა აქტივობებს მოიცავს. წლევანდელ ფესტივალზე ბრიტანულ ფოკუსს PLAY UK ერქმევა.

ბრიტანული პროგრამის კიდევ ერთი კომპონენტია,  90- წამიანი ფილმების კონკურსი “დეპიკტი!”

კონკრეტულად ამ კონკურსის ჟიური 20 საუკეთესო ფილმს შეარჩევს. ჟიურის წევრები დავით ჯანელიძე, ნუცა ალექსი-მესხიშვილი და რიჩ უორენი (ბრისტოლის კინოფესტივალის დირექტორი) არიან.

  ქვეყანა ფოკუსში: ბრიტანეთი 
  • Bait / სატყუარა – Mark Jenkin, UK, 2019
  • Hope Gap / იმედის ნაპრალი – William Nicholson, UK, 2019
  • Sorry We Missed You / უკაცრავად, სახლში არ დაგვხვდით – Ken Loach, UK/France/Belgium, 2019
  • The Souvenir / სუვენირი – Joanna Hogg, UK, 2019
რეჟისორი ფოკუსში – კარლოს რეიგადასი

თბილისის საერთაშლეისო კინოფესტივალი თიბისი სტატუსთან ერთად კინოს მოყვარულებს 8 დეკემბერს ლეგენდარულ რეჟისორთან კარლოს რეიგადასთან შეხვედრის საშუალებას მისცემს.

მექსიკელი კინორეჟისორი და პროდიუსერი. დაიბადა 1971 წელს მეხიკოში. მეხიკოში სწავლობდა სამართალს, შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში მუშაობდა. კინორეჟისურამ ანდრეი ტარკოვსკის ფილმების ნახვის შემდეგ გაიტაცა. თავისი პირველი სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის “იაპონია” გადასაღებად რეიგადასი ორი წლის განმავლობაში კრებდა ტექნიკურ ჯგუფს, რომელიც ძირითადად ახალბედებისგან შედგებოდა. ამ ფილმმა, რომლის პროდიუსერიც თავადვე იყო,  რეიგადასს კანის კინოფესტივალზე “ოქროს კამერა – სპეციალური აღნიშვნა” მოუტანა  2002 წელს. 2007 წელს ფილმმა “მდუმარე სინათლე” კანის კინოფესტივალის ჟიურის გრანპრი მოიპოვა და რეიგადასს ლათინური ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეჟისორის სახელი დაუმკვიდრა. ზოგიერთი კრიტიკოსი ამ ფილმს ათწლეულის საუკეთესო ფილმად მიიჩნევს. ფილმისთვის ”წყვდიადის შემდეგ ნათელი”  რეიგადასმა საუკეთესო რეჟისურისთვის მიიღო პრიზი კანში 2012 წელს. მისი უახლესი ფილმი, „ჩვენი დრო“, შერჩეული იყო ვენეციის კინოფესტივალის მთავარ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად 2018 წელს.

რეჟისორი ფოკუსში: კარლოს რეიგადასი
  • Our Time ჩვენი დრო (2018)
  • Post Tenebras Lux წყვდიადის შემდეგ ნათელი (2012)
  • Silent Light ჩუმი სინათლე (2007)
  • Battle in Heaven ზეციური ბრძოლა (2005)
  • Japan იაპონია (2002)

ევროპული და მსოფლიო კინოს საუკეთესო ნამუშევრებს თბილისის საერთაშორისო კინო – ფესტივალი წარმოგიდგენთ სექციებში “ჰორიზონტები”, “ამერიკები”, “ევროპული ფორუმი”.

ევროპული ფორუმი
  • A Voluntary Year ერთი წელი მოხალისედUlrich Köhler, Henner Winckler, Germany, 2019
  • About Endlessness უსასრულობის შესახებ – Roy Andersson, Sweden, 2019
  • An Officer and a Spy ოფიცერი და ჯაშუში – Roman Polanski, France/Italy, 2019
  • Atlantis ატლანტიდა – Valentyn Vasyanovych, Ukraine, 2019
  • Commitment ვალდებულებაSemih Kaplanoğlu, Turkey, 2019
  • Echo ექოRúnar Rúnarsson, Iceland, 2019
  • Freedom თავისუფლება – Albert Serra, Spain, 2019
  • God Exists, Her Name is Petrunya ღმერთი არსებობს, მისი სახელია პეტრუნია – Teona Strugar Mitevska, Macedonia, 2019
  • Gundermann გუნდერმანი – Andreas Dresen, Germany, 2018
  • I Was at Home, But სახლში ვიყავი, მაგრამ – Angela Schanelec, Germany, 2019
  • Little Joe პატარა ჯო – Jessica Hausner, Austria/Germany/UK 2019
  • Martin Eden მარტინ იდენი – Pietro Marcello, Italy/France, 2019
  • Master Cheng ბატონი ჩენგი – Mika Kaurismäki, Finland/China, 2019
  • Mr Jones მისტერ ჯონსი – Agnieszka Holland, Poland/UK/Ukraine, 2019
  • Portrait of a Lady on Fire ალმოდებული ქალის პორტრეტი – Céline Sciamma, France 2019
  • Synonyms სინონიმები – Nadav Lapid, France/Israel/Germany 2019
  • The Portuguese Woman პორტუგალიელი ქალი – Rita Azevedo Gomes, Portugal/Germany 2019
  • The Traitor მოღალატე – Marco Bellocchio, Italy/France/Brazil/Germany, 2019
  • The Truth სიმართლეHirokazu Koreeda, France/Japan, 2019
  • The Whistlers მსტვენელები – Corneliu Porumboiu, Romania/France/Germany, 2019
  • Vitalina Varela ვიტალინა ვარელაPedro Costa, Portugal/Cayman Islands, 2019
  • Young Ahmed ახალგაზრდა აჰმედი – Jean-Pierre and Luc Dardenne, Belgium/France 2019

ჰორიზონტები

  • A Dog Barking at the Moon ძაღლი უყეფს მთვარეს – Xiang Zi, China/Spain, 2019
  • Abou Leila აბუ ლეილაAmin Sidi-Boumédiène, Algeria/France, 2019
  • Castle of Dreams ოცნების კოშკი – Reza Mirkarimi, Iran, 2019
  • Chained მიჯაჭვული – Yaron Shani, Israel, 2019
  • So Long, My Son მშვიდობით, ჩემო ბიჭო! – Wang Xiaoshuai, China, 2019
  • The Wild Goose Lake გარეული იხვის ტბაYinan Diao, China/France, 2019
ამერიკები
  • A Hidden Life დამალული სიცოცხლე – Terrence Malick, USA/Germany 2019
  • Bacurau ბაკურაუKleber Mendonça Filho, Juliano Dornelles, Brazil/France, 2019
  • Family Members ოჯახის წევრები – Mateo Bendesky, Argentina, 2019
  • Genesis დაბადება – Philippe Lesage, Canada, 2019
  • Ghost Town Anthology გამქრალი ქალაქის ანთოლოგია – Denis Côté, Canada, 2019
  • Give Me Liberty მომეცი თავისუფლება! – Kirill Mikhanovsky, USA, 2019
  • Matthias & Maxime მათიასი და მაქსიმი – Xavier Dolan, Canada, 2019
  • Monos მონოები – Alejandro Landes, Colombia/USA, 2019
  • The Farewell გამომშვიდობება – Lulu Wang, China/USA, 2019
აპოლო: კინოს მეხსიერება: ბრიტანული რეტროსპექტივა
  • Don’t Look Now არ გამოიხედო!  – Nicolas Roeg, 1973
  • Sunday Bloody Sunday კვირა, წყეული კვირა – John Schlesinger, 1971
  • The Browning Version ბრაუნინგის ვერსია – Anthony Asquith, 1951
  • The Loneliness of the Long Distance Runner გრძელ დისტანციაზე მორბენალის მარტოობა – Tony Richardson, 1962
  • The Servant მსახური – Joseph Losey, 1963
  • This Sporting Life ასეთია სპორტული ცხოვრება  – Lyndsay Anderson, 1963
  • Women in Love შეყვარებული ქალები – Ken Russell, 1969