ავსტრალიაში ტყის ხანძრის დროს ქალმა კოალა გადაარჩინა (ვიდეო)

ქალმა, სახელად ტონიმ საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად კოალა ხანძრისგან იხსნა.

შემთხვევა ახალი სამხრეთ უელსის შტატში მოხდა. კადრები თავდაპირველად ადგილობრივმა მედიამ გაავრცელა. 

როგორც ირკვევა, ქალმა კოალა შენიშნა, რომელსაც ცეცხლისგან უკვე აღენიშნებოდა დამწვრობები,  ამის შემდეგ მან ტანისამოსი გაიხადა, ცხოველი ტანსაცმელში გაახვია და ხანძარს მოაშორა. 

ავსტრალიური კოალების ფონდის მონაცემებით, კოალები გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ცხოველების სიაში არიან.