ეს მამაცი 5 წლის გოგო ქიმიოთერაპიას სხვადასხვა პრინცესის კაბაში გამოწყობილი იკეთებს

5 წლის ლილის, რომელიც აშშ-ში, პენსილვანიის შტატში ცხოვრობს, ძალიან მძიმე დაავადება, თავის ტვინის სიმსივნე აქვს. 

გოგონას შესაბამისად მკურნალობენ და პერიოდულად ქიმიოთერაპიასაც უტარებენ. 

თერაპიის უსიამოვნო პროცესს ეს პატარა, მამაცი გოგო არ უშინდება და კარგი განწყობის შესანაჩურნებლად საავადმყოფოში ყოველთვის პრინცესას კაბაში გამოწყობილი მიდის. 

დაახლოებით ერთი წლის წინ ლილიმ გაიღვიძა და მისმა მშობლებმა შენიშნეს, რომ ბავშვის თვალები სხვადასხვა მიმართულებით იყო წასული. ექიმებმა კი თავის ტვინის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს და სასწრაფოდ მკურნალობაც დაიწყეს. დიდი შანსი იყო, რომ ბავშვს მხედველობა დაეკარგა. 

დღესდღეობით ეს დაავადება საბედნიეროდ განკურნებადია, თუმცა, საფრთხის შემცველი ოპერაციის ნაცვლად გოგონას ქიმიოთერაპია დაუნიშნეს. 

ლილის უკვე 30 სხვადასხვა პრინცესის კაბა ეცვა. ქიმიოთერაპიას კი უკვალოდ არ ჩაუვლია და მამაცი გოგოს ანალიზებით ექიმები ახლა გაცილებით იმედისმომცემ პროგნოზებს აკეთებენ.