მსოფლიოში პირველად, ლონდონში ვაგინა მუზეუმი გაიხსნა. როგორც მუზეუმის დირექტორი ამბობს, ისლანდიაში პენისის მუზეუმის აღმოჩენის შემდეგ გაჩნდა ვაგინა მუზეუმის დაარსების იდეაც. მუშაობა 2017 წელს დაიწყეს, 2019 წელს კი ოფიციალურად გაიხსნა მუზეუმი.
როგორც Vagina Museum-ის ვებ გვერდზე ვკითხულობთ, გინეკოლოგიური ანატომიისადმი მიძღვნილი გამოფენას რამდენიმე მიზანი აქვს:
- ცოდნის გავრცელება სქესობრივი ცხოვრების, გინეკოლოგიის და ქალთა ანატომიის შესახებ;
- საზოგადოებაში გავრცელებული ტაბუს, სტერეოტიპებისა და სტიგმების გაქარწყლება;
- ქალთა უფლება დამცველებისთვის და ქვიარ, ინტერსექს აქტივისტების კომფორტული სივრცის შექმნა;
პირველი გამოფენა გაიხსნა 16 ნოემბერს. გამოფენა შეეხება ჰიგიენის, კონტრაცეპტივების, მენსტრუაციისა და სექსის შესახებ მცდარ წარმოდგენებსა და შეხედულებებს.