მოგზაურობას და ახალ-ახალი თავგადასავლების ძიებას ვერაფერი შეედრება. თვითმფრინავით მგზავრობა კი ყველაზე უსაფრთხო, სწრაფი და კომფორტული საშუალებაა.
თუ უახლოეს მომავალში პირველად უნდა იფრინოთ, თქვენთვის რამდენიმე საინტერესო რჩევა გვაქვს:
1.
შეიძლება ძალიან არაპუნქტუალური იყოთ, თუმცა გაფრენამდე 2-3 საათით ადრე აეროპორტში გამოცხადება აუცილებელია.
2.
გაიარეთ რეგისტრაცია ონლაინ. ეს შემდგომ პროცედურებს უფრო და უფრო გაგიადვილებთ, თან დროსაც დაზოგავთ.
3.
პირველი ფრენა შესაძლოა სტრესული იყოს. ბუნებრივია, რომ ჰაერში აფრენა სრულიად ახალი შეგრძნებებთან არის დაკავშირებული. არ ინერვიულოთ. ფიზიკის კანონების გამოყენებითა და დახვეწილი ინჟინერიის წყალობით, დღეს თვითმფრინავით მგზავრობა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო გადაადგილების საშუალებაა. თუ შიშის გრძნობასა და შფოთვას მაინც ვერაფერს შველით, რაიმე სუსტი, ბალახეული დამამშვიდებელი მიიღეთ. ეს ძალიან დაგეხმარებათ.
4.
დაშვებამდე 10-15 წუთით ადრე ნუ წამოდგებით. სკამებს შორის დგომა ვერაფერს შეცვლის. ვერც პირველი ჩახვალთ თვითმფრინავიდან და ვერც სხვებს გადაახტებით. ეს მხოლოდ დამატებით უხერხულობას შეუქმნის მგზავრებს. ამიტომ, დაელოდეთ ბორტგამცილებლების მითითებებს.
5.
წიგნი, ფილმები, სერიალები და სასიამოვნო მუსიკა მგზავრობას უფრო საინტერესოსა და კომფორტულს გახდის, ამიტომ არაფერი დაგრჩეთ.
ბედნიერი მგზავრობა!